მთავარისიახლეებისაზოგადოება1-ელ ნოემბრამდე პირადობის მოწმობის აღება მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას უფასოდ შეეძლება

1-ელ ნოემბრამდე პირადობის მოწმობის აღება მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას უფასოდ შეეძლება

Published on

მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას პირადობის მოწმობის აღება 1-ელ ნოემბრამდე უფასოდ შეეძლება. როგორც იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული აქცია 1-ელ მარტს დაიწყო. აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას შეძლებენ ის პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი აქტიური დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი) არ გააჩნიათ; არასდროს ჰქონიათ აღებული მოქალაქის დოკუმენტები; პირებს, რომელთაც 1-ელ მარტამდე ნებისმიერი მიზეზით გაუქმდათ ყველა დოკუმენტი. აქციით სარგებლობა შესაძლებელია ასევე იმ შემთხვევაში თუ პირი მოხსნილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ამის საფუძველზე გაუქმებული აქვს პირადობის მოწმობა და იდენტიფიცირებად მისამართზე გადის 
რეგისტრაციას. აქციით სარგებლობა შეუძლია ასევე იმ 17 წლის პირებსაც, რომელთაც 18 წელი 2018 წლის 1 ნოემბრისთვის უსრულდებათ.აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში ფოტოს გადაღებაც უფასოც იქნება შესაძლებელი. ამასთან,  აღნიშნული აქცია მხოლოდ პირადობის მოწმობას შეეხება და პასპორტის აღება ჩვეულებრივი სტანდარტული ფასი ეღირება.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...