მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს ერგნეთის შეხვედრის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხია

დღეს ერგნეთის შეხვედრის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხია

Published on

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხი იქნება.
 
„ ჩვენ მოველით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამისი ჩართულობით უზრუნველყოფილი იქნება ეფექტური გამოძიება საქართველოს შესაბამისი უწყებების მხრიდან და საჭიროების შემთხვევაში ასევე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო ჩართულობაც. ჩვენ ყველა რესურსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს ზეწოლა გაგრძელდეს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. 
 
რაც შეეხება ახალგორში  დაკავებულ ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი საკუთარ სახლებში იმყოფებიან და ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევენ, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა.
 
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებზე გამოძიება ტერორიზმის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
 
“ნამდვილად ვიცი, რომ ისინი ჯანმრთელად არიან, თავიანთ სახლებში იმყოფებიან მშობლებთან ერთად, ოღონდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. როდის გადმოვლენ, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით. როგორც ოსური მხარე აცხადებს, მიმდინარეობს გამოძიება ტერორიზმის ბრალდებით ამ პირების მიმართ და ვიდრე გამოძიება არ დამთავრდება, არ აძლევენ გადმოსვლის საშუალებას. რა თქმა უნდა ამ ადამიანების მხრიდან არანაირი ტერორიზმის მცდელობა, სურვილი და გაფიქრებაც კი არ ყოფილა. ეს არის მოგონილი. ისინი დაკავებულები არ არიან, თუმცა არიან თავიანთ სახლებში მეთვალყურეობის ქვეშ, დოკუმენტების გარეშე და ოკუპირებული ტერიტორიების დატოვების საშუალებას არ აძლევენ. არც ტელეფონით სარგებლობის უფლება აქვთ და ვერ ხორციელდება მათთან კონტაქტი, თუმცა ნათესავების მეშვეობით ვიცით, რომ კარგად არიან“, – განაცხადა გამგებელმა. 
 
22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და ოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 
 
 

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...