მთავარისიახლეებიმსოფლიოვაშინგტონი, ბორის ნემცოვის ქუჩა - ასეთია აშშ - ში რუსეთის საელჩოს...

ვაშინგტონი, ბორის ნემცოვის ქუჩა – ასეთია აშშ – ში რუსეთის საელჩოს ახალი მისამართი

Published on

ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს მისამართი ოფიციალურად შეეცვალა. ქუჩას, სადაც დიპლომატიური უწყების შენობა მდებარეობს, ბორის ნემცოვის სახელი მიენიჭა. ცერემონიას ამერიკელ კანონმდებლებთან ერთად რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები დაესწრნენ.
 
მერიის თანამშრომლებმა ახალი საგზაო ნიშანი ვისკონსინის გამზირზე, ზუსტად რუსეთის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს დაამაგრეს.
მოედნის გახსნის ცერემონიაში ვაშინგტონის ქალაქის საბჭოს ხელმძღვანელობა, სენატორები და კონგრესმენები მონაწილეობდნენ. ნემცოვის მოედანზე მოვიდა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე როჯერ უიქერი, ასევე სენატორი მარკო რუბიო, რომელიც ვისკონსინის გამზირის მონაკვეთისთვის ბორის ნემცოვის სახელის დარქმევის კანონპროექტის ინიციატორი იყო.
 
 
მოედნის გახსნაზე იმყოფებოდნენ ბორის ნემცოვის მეუღლე და შვილი – ჟანა ნემცოვა. მოსკოვიდან ჩამოვიდნენ ადამიანის უფლებათა დამცველები და ჟურნალისტები.
 
დღესვე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და რუსეთის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვისა და ნემცოვის მკვლელობის დამკვეთების დასჯისკენ მოუწოდა.
 
რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ზუსტად 3 წლის წინ მოსკოვში, კრემლის კედელთან მოკლეს.
 

სიახლეები

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს. მაღალი იერარქებიდან საპატრიარქო ტაძარში იმყოფებიან მიტროპოლიტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ხოლო ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი - ინფორმაცია ეროვნული...

ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "ელენე ციხეშია...

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, იქნება ივანიშვილი – ოპოზიციის ალიანსი ხოშტარიას განაჩენზე

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა,...