სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 2017 წელს, მთლიანი ხარჯები 22 ათასი ლარით შემცირდა.

0
549

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნტორის ადმინისტრაციაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს პასუხად ჟურნალისტებს განიცხადეს, რომ  ხარჯები წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. „2017 წელს, 2016 წელთან შედარებით მთლიანი ხარჯები 22 ათასი ლარით შემცირდა. სახელფაოს ფონდი კი წინა წლის მონაცემებთან შედარებით 45 ათასი ლარით იყო შემცირებული.სახელფასო დანამატები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გაიცა ფუნქციური დატვირთვის, არასამუშაო დღეებსა და საათებში გაწეული სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულებისთვის. გაცემული დანამატების ოდენობა 2016 წელთან შედარებით 21 ათასი ლარით ნაკლებია. რაც შეეხება პრემიებს, 2017 წელს გაცემული პრემიების ოდენობამ 7360 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მოაცემებთან შედარებით სამჯერ შემცირებულია. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს და მის მოადგილეებს კი პრემიები არც 2016 და არც 2017 წელს არ აუღიათ.სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში 2017 წელს წინა წელთან შედარებით შემცირებულია საწვავის ხარჯებიც და ის 3 ათასი ლიტრით ნაკლებია. აპელირება, იმაზე რომ სამეგრელო-ზემო სვანეთი რეგიონმა ყველაზე მეტი საწვავი გახარჯა სწორი არა არის, რადგან რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე დიდია, მის შემადგენლობაში 9 მუნიციპალიტეტია და პროექტების მონიტორინგისა თუ სხვადასხვა  ღონისძიებებისთვის მეტი რესურსი იხარჯება. მესტია კი რეგიონალური ცენტრიდან 140 კილომეტრზე მდებარეობს.გასულ წელთან შედარებით,  ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ მივლინების ხარჯები განახევრებულია და ის მხოლოდ 4690 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატოს არც შიდა და არც საგარეო მივლინების დროს მივლინების, მივლინების თანხა არ ჩარიცხვია.რაც შეეხება სხვადასხვა საერთაშორისო მისიების თუ საპატიო სტუმრების მასპინძლობის ხარჯებს მინიმალურია და განპირობებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, რომ რეგიონში მიმდინარეობს მსხვილი საინვესტიციო პროექტები, რასთან დაკავშირებითაც ხშირია სხვადასხვა ინვესტორების და საპატიო სტუმრების ვიზიტი, რისი გამასპინძლებაც ადმინისტრაციას უწევს.“- წერია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ წერილში

წინა სტატიასახელფასო დანამატსა და საწვავზე 2017 წელს 9 გუბერნიიდან ყველაზე მეტი სამეგრელომ დახარჯა
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა თბილისში- შენობიდან შუშის ჩამოვარდნას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური