მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთში საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 წლის ბავშვი დაშავდა

ფოთში საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 წლის ბავშვი დაშავდა

Published on

წუხელ ფოთში, ნაბადის უბანში, ყოფილი სასწავლო ცენტრის შენობას ცეცხლი გაუჩნდა და ერთი საცხოვრებელი ბინა დაიწვა.
 
შემთხვევის შედეგად 10 წლის მოზარდი დაშავდა.
იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
 
კორპუსში, სადაც ხანძარი გაჩნდა, სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ. მთლინად დამწვარია მხოლოდ ერთი ბინა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...