მთავარისიახლეებისაზოგადოებამაია ასათიანი: ,,მალე დავდგები ფეხზე და ყველაფერი კარგად იქნება!"

მაია ასათიანი: ,,მალე დავდგები ფეხზე და ყველაფერი კარგად იქნება!”

Published on

გადაცემა ,,პროფილის'' ავტორი და წამყვანი მაია ასათიანი საზოგადოებასა და მაყურებელს თანადგომისთვის მადლობას უხდის. 
 
"უღრმესი მადლობა მეგობრებო, ასეთი გვერდში დგომისთვის, ვერ გპასუხობდით და მაპატიეთ… მალე დავდგები ფეხზე და ყველაფერი კარგად იქნება!" – წერს ტელეწამყვანი ,,პროფილის" ფეისბუქის გვერდზე 
 
პოსტის კომენტარებში ასათიანს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ:
 
"აუცილებლად დადგები ფეხზე. ძლიერი გოგო ხარ. გვიყვარხარ, ძალიან ბევრს ვილოცებთ შენთვის. გელოდებით!"; "მაიკო გვჭირდები, აუცილებლად კარგად იქნები"; "მაიკო უფალი შენსკენ, აუცილებლად უნდა გამოჯამრთელდე"; "გელოდებით, გამაგრდი… მეც შვილკვდარი დედა გეუბნები ამას, ვიცი რასაც ნიშნავს ეს ტკივილი. მახსოვს ნუცას ეს არ მოეწონებოდაო თქვი ერთხელ… ასე გააგრძელე და ეცადე ძლიერი იყო ყოველთვის" – წერენ ტელეწამყვანის გულშემატკივრები.
 
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, რის გამოც "პროფილი" დროებით ეთერში აღარ გავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია გადაცემის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.
 
როგორც  "პროფილის" პროდიუსერმა ნიკოლოზ ხაჩიძემ განაცხადა, რომ წამყვანი მუშაობას ექიმების რეკომენდაციით წყვეტს.

სიახლეები

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....