მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ CNN - ზე: ,,აშშ-ის პრეზიდენტი გაცილებით ხისტი...

მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ CNN – ზე: ,,აშშ-ის პრეზიდენტი გაცილებით ხისტი უნდა იყოს რუსეთის მიმართ ”

Published on

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაცილებით ხისტი უნდა იყოს რუსეთთან მიმართებაში, თუ მსოფლიოში კრემლის მზარდი გავლენის შეკავებაზეა საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 
 
სააკაშვილმა მოიწონა დონალდ ტრამპის იერ  უკრაინისათვის ანტისატანკო სისტემის მიწოდება, თუმცა აღნიშნა, რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, მათ შორის ვლადიმერ პუტინის გარემოცვაზე სანქციების დაწესების კუთხით. 
 
„პუტინი ვერ იტანს ამერიკას. მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება აშშ-ს პრეზიდენტი. ვლადიმერ პუტინისთვის ამერიკის კარგი პრეზიდენტი სუსტი პრეზიდენტია“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 
 
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი სწორ გზას ადგას.
 
„ბევრ რამეში დონალდ ტრამპი სწორ გზაზე დგას. ის აძლიერებს აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს, ვინაიდან პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის. თუმცა, აშშ-მ ასევე უნდა განაგრძოს ხისტი პოზიციის გამოხატვა დემოკრატიისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე, ვინაიდან ეს თემები უსაფრთხოებას უკავშირდება”, – განაცხადა სააკაშვილმა. 
 

სიახლეები

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს. მაღალი იერარქებიდან საპატრიარქო ტაძარში იმყოფებიან მიტროპოლიტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ხოლო ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი - ინფორმაცია ეროვნული...

ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "ელენე ციხეშია...

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, იქნება ივანიშვილი – ოპოზიციის ალიანსი ხოშტარიას განაჩენზე

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა,...