მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტს მაუწყებლის ვეტოდაძლეულ კანონპროექტზე ხელმოსაწერად დოკუმენტის გადაგზავნიდან 1-კვირიანი ვადა აქვს.

პრეზიდენტს მაუწყებლის ვეტოდაძლეულ კანონპროექტზე ხელმოსაწერად დოკუმენტის გადაგზავნიდან 1-კვირიანი ვადა აქვს.

Published on

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი  კანონპროექტს ხელს არ მოაწერს, დოკუმენტზე ხელმოწერა და მისი გამოქვეყნება პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მოუწევს.რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტს კანონპროექტზე ხელის მოსაწერად დოკუმენტის გადაგზავნიდან, შვიდდღიანი ვადა აქვს. კერძოდ, რეგლამენტით, თუ პრეზიდენტმა კანონი დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა, მას ხელს აწერს და ხუთ დღეში საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე პარლამენტის თავმჯდომარე აქვეყნებს. პარლამენტმა 83 ხმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა 14 თებერვალს გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კომიტეტის წევრთა ხმები შუაზე გაიყო.
22 დეკემბერს პარლამენტში "მაუწყებლობის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით, 63-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი. ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს.საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო.

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...