მთავარისიახლეებიპოლიტიკაუმრავლესობის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ოპოზიცია სამარცხვინოს უწოდებს.

უმრავლესობის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ოპოზიცია სამარცხვინოს უწოდებს.

Published on

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ოპოზიცია სამარცხვინოს უწოდებს. მათი შეფასებით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება წინასწარ მოსალოდნელი იყო. ახალი ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კერძო რეკლამის განთავსება იქნება შესაძლებელი. „ძალიან სამარცხვინო ფაქტი მოხდა, მთელი მედიასაშუალების თხოვნა თუ მოთხოვნა იქნა იგნორირებული, თუმცა ყველაფერი მოსალოდნელი იყო. უმრავლესობიდან ორმა დეპუტატმა არ მისცა ხმა. ეს იყო მოჩვენებითი ილუზიის შექმნა, თითქოს, უმრავლესობაში არიან განსხვავებული აზრის მქონე გმირები,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.ოპოზიციის შეფასებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით კერძო მაუწყებლები ზიანდება და თავისუფალ სიტყვას საფრთხე ემუქრება.„ამ კანონით „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი ფუნქცია მიანიჭა და ეს არის თავისუფალი მედიაბაზრის შევიწროება. ასევე ის იქნება უფრო მეტად თავისუფალი კორუფციის კეთებაში, ეს აზიანებს თავისუფალ სიტყვას და თავად საზოგადოებრივ მაუწყებელს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.
 
 საპარლამენტო უმრავლესობამ მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. 

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...