მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტი საზოგადოებრივის კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დღეს განიხილავს

პარლამენტი საზოგადოებრივის კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დღეს განიხილავს

Published on

საქართველოს პარლამენტი "მაუწყებლობის შესახებ "საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტოზე დღეს იმსჯელებს. პროცედურის მიხედვით, კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული პროექტის გაზიარებას არ აპირებს და ვეტოს დაძლევისათვის ემზადება. ცნობილია, რომ ვეტოს დაძლევაზე უარს ამბობენ დეპუტატები რომან კაკულია, ლევან კობერიძე, გიორგი მოსიძე და თავით ჭიჭინაძე.ქართული ოცნების ოფისში შეხვედრის დაწყებამდე ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ მაუწყებლის შესახებ კანონის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ საზოგადოებრივის კანონპროექტზე ვეტოს დაძლევა პლურალისტურ მედიას დააზარალებს. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ თუ მაუწყებლის კანონზე შიშები გამართლდება, გადაწყვეტილებას გადახედავენ.მედიაორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მათი მხრიდან პოლიტიკური შტურმი ხორციელდება., ამიტომ არასამთავრობო სექტორმა პარლამენტს მოუწოდა არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო მაუწყებლის კანონპროექტთან დაკავშირებით.მანამდე საიას თავმჯდომარე სულხან სალაძემ მაუწყებელთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამოსავალზე ილაპარაკა. პარლამენტმა არც პრეზიდენტის ვეტო გაიზიაროს და შემდგომ კენჭისყრაზე არც კანონპროექტს დაუჭიროს მხარი- თქვა მან.მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა 14 თებერვალს გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კომიტეტის წევრთა ხმები შუაზე გაიყო.22 დეკემბერს პარლამენტში "მაუწყებლობის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით, 63-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი. ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს.
საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო.

სიახლეები

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...

პუტინი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ნაწილს არ დათანხმდა

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის ელჩებთან, სტივენ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ხუთ-საათიანი შეხვედრა განპირობებული იყო...

“გადაამოწმონ და თუ დადასტურდება რაც უნდათ ის უქნიათ” შარმანაშვილი BBC-ის გამოძიებაზე

"გადაამოწმონ და თუ დადასტურდება რაც უნდათ ის უქნიათ" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა,...

ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვები ჩრდ. კორეის ბანაკში გაგზავნეს – რაშევსკა

უკრაინის ადამიანის უფლებების რეგიონული ცენტრის იურიდიულმა ექსპერტმა, კატერინა რაშევსკამ 3 დეკემბერს აშშ-ს სენატის ქვეკომიტეტის...