მთავარისიახლეებიპოლიტიკაოთარ დანელია - ინფრასტრუქტურის მინისტრი ერთხელაც არ მინახავს იმ რეგიონებში, რომელთაც ფაროსანამ...

ოთარ დანელია – ინფრასტრუქტურის მინისტრი ერთხელაც არ მინახავს იმ რეგიონებში, რომელთაც ფაროსანამ გადაუარა

Published on

მთავრობის ინიციატივით შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ფაროსანას წინააღმდეგ მთელ რიგ ღონისძიებებს გეგმავს, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ პარლამენტში განაცხადა.ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს უწყებათაშორის კომისიაში გაწეული სამუშაოსთვის და კარგად მომზადებული გეგმისთვის.„მინდა შევეხო ძალიან დიდ გამოწვევას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, აზიურ ფაროსანაზეა საუბარი. მოგეხსნებათ, რომ მთავრობის ინიციატივით შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ფაროსანის წინააღმდეგ მთელ რიგ ღონისძიებებს გეგმავს. მინდა, ლევან დავითაშვილს, რომელიც ხელმძღვანელობს კომისიას, დიდი მადლობა გადავუხადო მის გუნდთან ერთად ყველა გაწეული სამუშაოსთვის და ძალიან კარგად მომზადებული გეგმისთვის, თუმცა, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. მაქვს განცდა, რომ არასათანადოდ არის აღქმული ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვექნება მიმდინარე წელს.შეგახსენებთ, სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს, გურიას, აჭარას პრაქტიკულად გადაუარა ფაროსანამ. ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი არც კი ესწრება ბოლომდე სხდომას და ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ის ერთხელაც არ მინახავს რეგიონში ჩასული“, – განაცხადა დანელიამ.აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მოუწოდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, უწყებათაშორის კომისიას უხელმძღვანელოს.„მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, ჩემი აზრით, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, თუ თავად უხელმძღვანელებს ამ კომისიას, ვინაიდან ამაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშეა დღეს არ არსებობს. ის არაფრით არ ჩამოუვარდება იმ პრობლემას, რომელიც ხანძრის დროს იყო ბორჯომში. ვფიქრობ, იგივე დოზითა და ფორმით კონსოლიდაცია მთავრობისა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ღონისძიებების ეფექტურად გატარებას სჭირდება მართვის უმაღლესი სტატუსი“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი გაიცა

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი...

WSJ-ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს

ირანმა შეერთებულ შტატებთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მკაცრი პირობები წამოაყენა, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი...

არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი...

СБУ- ჯაშუშობისთვის დავაკავეთ უნგრეთის დაზვერვის თანამშრომელი, ის ადრე საქართველოშიც მუშაობდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მიხედვით, დააკავეს უნგრეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი ზოლტან ანდრე, რომელიც უკრაინის...