მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: „მე ნებისმიერ დროს შემიძლია უკრაინაში დავბრუნდე და ამ და ნებისმიერ...

მიხეილ სააკაშვილი: „მე ნებისმიერ დროს შემიძლია უკრაინაში დავბრუნდე და ამ და ნებისმიერ სხვა პროცესზე ჩვენება მივცე”

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა  ტელეარხ NEWSONE-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  მზად არის ნებისმიერ დროს  ჩავიდეს უკრაინაში, რათა ჩვენება მისცეს ქართველ სნაიპერებზე დოკუმენტური ფილმის შესახებ. საუბარია  დოკუმენტურ ფილმზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მაიდანის მოვლენებში ქართველი სნაიპერები იღებდნენ მონაწილეობას. 
 
„მე ნებისმიერ დროს შემიძლია უკრაინაში დავბრუნდე და ამ და ნებისმიერ სხვა პროცესზე ჩვენება მივცე. დაინტერესებული რომ იყვნენ ამაში, რომ მე ჩვენება მიმეცა, არ უნდა გაეკეთებინათ ის, რაც გააკეთეს, როდესაც პოლონეთში გამაძევეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
 
მისი თქმით, 2014 წელს ის მაიდანზე იყო, ვიდრე იანუკოვიჩმა არ აიძულა უკრაინა დაეტოვებინა. 
 
„კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ნებისმიერ დროს მზად ვარ უკრაინაში დავბრუნდე და ნებისმიერ საქმეზე ახსნა-განმარტება მივაწოდო პროკურორებს“, – აღნიშნა მან. 
 
 

სიახლეები

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...

აფხაზი ბოევიკები და ომი უკრაინაში — როგორ გადაიქცა დონბასი აფხაზური რევანშიზმის მეორე ფრონტად

2014 წელს დონეცკში გამოჩენილი მცირე კავკასიური მოხალისეთა რაზმი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და...

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...