მთავარისიახლეებისაზოგადოებამიკროავტობუსების მძღოლების აქცია გუბერნიასთან დასრულდა- აქციის მონაწილეები შპს "ექსპრეს 777"-ის გაუქმებას ითხოვენ

მიკროავტობუსების მძღოლების აქცია გუბერნიასთან დასრულდა- აქციის მონაწილეები შპს “ექსპრეს 777”-ის გაუქმებას ითხოვენ

Published on

 
მძღოლების აქცია ამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიასთან დასრულებულია. რკინიგზის სადგური ტერიტორიაზე მომუშავე საქალაქთაშორისო მიკროავტობუსის მძღოლები შპს „ექსპრეს777“-ის მუშაობას აპროტესტებენ, მძღოლები ამბობენ, რომ ზუგდიდს ამდენი სადგური არ ჭირდება და მგზავრებმს რკინიგზის სადგურზე მომუშავე მიკროავტობუსებიც ეყოფა. დღეს მძღოლებთან ერთად ადვოკატიც იმყოფებოდა. თანდილა ჯოლოგუა აცხადებს, რომ რკინიგზის სადგურის დირექტორზე ირაკლი როგავაზე ზეწოლა ხორციელდება „ გუშინ მისი სახლი დაცრილეს, ეს ნიშნავს იმას, რომ არის სიგნალი, გაცერდი და შეეშვი ამ საქმეს და დაუთმე სხვასო. ამ ხალხს არ აძლევენ მუშაობის საშუალებას“- განაცხადა ადვოკატმა. ექსპრეს 777“ ალიანსთან მდებარე სადგურია, რომელსაც რკინიგზის სადგურის მძღოლები უპირისპირდებიან. მინისადგურ ექსპრეს 777-დან მგზავრები ნებისმიერი მიმართულებით უფრო ნაკლებ ფასად მგზავრობენ, ვიდრე რკინიგზის სადგურიდან, მძღოლების გაღიზიანების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

სიახლეები

მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა

მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება კონფერენციის ხელმძღვანელმა, კრისტოფ ჰეუსგენმა გახსნა. უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს...

სასამართლომ მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად სცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო....

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი მივიდა

მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უკვე მივიდა - სალომე ზურაბიშვილი 14 თებერვალს...

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის 19 მაისს სენაკში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის 19 მაისს სენაკში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო...