ირანში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა

0
489
ირანში, სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სავარაუდოდ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო mirror.co.uk ავრცელებს.
 
ბორტზე 66 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 60 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი. მგზავრებს შორის ერთი ბავშვიც იყო.
 
გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი, რომელიც ავიაკომპანია  Aseman Airlines – ს ეკუთვნის, შიდა რეისთ მიფრინავდა  თეირანიდან ქალაქ იასუჯში  და ქალაქ სემირის რაიონში,  მთიან ხეობაში ჩამოვარდა.
ავიალაინერს კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე ტექნიკური პრობლემები ჰქონდა,  ის რადარებიდან აფრენიდან 20 წუთის შემდეგ გაუჩინარდა.
 
წინა სტატია,,არ სჭირდება ამდენი სადგური ზუგდიდს” – მძღოლებმა ავტოსადგურ „ექსპრესი 777“ დირექტორთან შეხვედრის შემდეგ საპროტესტო აქცია დროებით შეაჩერეს
შემდეგი სტატიაისევ რუხი. ისევ უაქციზო სიგარეტების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური