მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ვირი ვარ და ვყვირივარ!'' - რას მოითხოვს წულუკიანი ნათელაშვილისგან, რომელმაც ეჭვი შეიტანა...

,,ვირი ვარ და ვყვირივარ!” – რას მოითხოვს წულუკიანი ნათელაშვილისგან, რომელმაც ეჭვი შეიტანა მის უბიწოებაში

Published on

გუშინ  საქალაქო სასამართლომ განიხილა იუსტიციის მინიტრის თეა წულუკიანის მიერ შეტანილი სარჩელი შალვა ნათელაშვილის წინაღმდეგ.ს ასამართლოს გადაწყვეტილებით   ლეიბორისტული პარტიის ლიდერს ცილისწამებისთვის ბოდიშის მოხდა დაეკისრა.
 
იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა, ტელეკომპანიების „იბერიისა“ და „ტვ პირველის“ ეთერით აღიაროს, რომ იუსტიციისისადმი გაკეთებული მისი განცხადებები ცილისწამებაა- ბრალდების მხარე განმარტავს, რომ ლეიბორისტების ლიდერმა ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა. კერძოდ განაცხადა, რომ თეა წულუკიანს სტრასბურგის ბინის საფასური ბიძინა ივანიშვილმა დაუფარა.
 
„ბავშვობაში იყო ასეთი თამაში: „ვირი ვარ და ვყვირივარ“. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შალვა ნათელაშვილმა ჩემთან სასამართლო პროცესი წააგო. კერძოდ, მას დაევალა, რომ იბერიისა და ტვ პირველის ეთერით „დაიყვიროს“, რომ 2016 წელს ამ კომპანიების შესაბამის გადაცემებში გაკეთებული მისი ჩემთან დაკავშირებული განცხადებები იყო ცილისწამება (ბინა სტრასბურგში თავისი შემოსავლებით არ იყიდა, უყიდეს და ამით იყიდეს და ა.შ.)“ – წერს წულუკიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
 
თავის მხრივ შალვა ნათელაშვილმა  საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან   სარჩელი, რომლითაც თეა წულუკიანის მხარემ სასამართლოს მიმართა თავიდანვე უსაფუძვლო იყო.
 
"როგორც ცნობილია, გუშინ ხელისუფლების სასამართლომ გამოიტანა ვერდიქტი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის უბიწოებასა და არაკორუმპირებულობაზე. ის, სხვა მინისტრებივით, ივანიშვილის სათამაშო თოჯინაა და სწორედ ამ თოჯინობით დაფარა 250 ათასი ბინის კრედიტი  სტრასბურგში იუსტიციის მინისტრად მუშაობის დროს,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
 
 დღეს მხარეებმა საკუთარი მოთხოვნები წარმოადგინეს. შალვა ნათელაშვილი ბოდიშის მოხდას არ აპირებს და თეა წულუკიანს სასამართლოში იბარებს.
 
„იუსტიციის მინისტრი არ ცხადდება საკუთარ მონად გადაქცეულ სასამართლოში, რათა დაამტკიცოს საკუთარი საჩივრის მართებულობა, რომ არ არის კორუმპირებული. მე მას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მობრძანდეს პროცესზე, სადაც მე დავუმტკიცებ ქალბატონ წულუკიანს, რომ ის კანონსა და სამართალს ყიდის ივანიშვილის მწვანე დოლარებზე,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
 
Liberal.ge -ს ფოტო
 

სიახლეები

2028-2029 წელს უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება

ანათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები მნიშვნელოვნად გაიზრდება. უწყების...

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი გაიცა

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი...

WSJ-ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს

ირანმა შეერთებულ შტატებთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მკაცრი პირობები წამოაყენა, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი...

არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი...