მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი: "ვილნიუსში ყოფნა, ჩემთვის იყო შესაძლებლობა ვმდგარიყავი ჩვენთვის ძალიან ახლობელ -...

გიორგი მარგველაშვილი: “ვილნიუსში ყოფნა, ჩემთვის იყო შესაძლებლობა ვმდგარიყავი ჩვენთვის ძალიან ახლობელ – ლიტველ ხალხთან ერთად”

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. იგი მიწვეული იყო  ევროპის ქვეყნების ლიდერებისათვის ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ოფიციალური დახვედრის ცერემონიაზეც, რომელიცამ დღისადმი მიძღვნილი პროგრამის ფარგლებში გაიმართა. 
 
 გიორგი მარგველაშვილი მნიშვნელოვანს უწოდებს ამ ფორუმში მონაწილეობას და აცხადებს, რომ ქართველი ხალხის სახელით ლიტვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ლიტველი ხალხის სიხარული გაიზიარა და მათი მხარდაჭერა გამოხატა.
 
"ვილნიუსში ყოფნა, ჩემთვის იყო შესაძლებლობა ვმდგარიყავი ჩვენთვის ძალიან ახლობელ – ლიტველ ხალხთან ერთად და ვყოფილიყავი ჩემს ძალიან ახლო მეგობართან და ქვეყნის მხარდამჭერთან – დალია გრიბაუსკაიტესთან ერთად იმ მომენტში, როდესაც ის ზეიმობდა რესპუბლიკის აღდგენის 100 წლისთავს.
 
აგრეთვე, ეს იყო მშვენიერი შესაძლებლობა დაგვემყარებინა კონტაქტები ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც საქართველოს კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია სჭირდება, როგორიცაა ისლანდია, ფინეთი და დაგვეგეგმა შემდგომი თანამშრომლობა.
 
ასეთი ფორუმები ყოველთვის იძლევა შესაძლებლობას შეხვდე ძველ მეგობრებს, მაგალითად დონალდ ტუსკს, შტაინმაიერს, იუნკერს, დუდას – ჩვენს მხარდამჭერ პოლონეთის პრეზიდენტს, ლატვიის, ესტონეთის პრეზიდენტებს და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა განვავითაროთ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს და რეგიონის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც ლიტვაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.
 
აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....