მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ამსტერდამში ჩასვლისთანავე გადასცეს პირადობის მოწმობა, რომელიც ევროკავშირში ცხოვრებისა...

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ამსტერდამში ჩასვლისთანავე გადასცეს პირადობის მოწმობა, რომელიც ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას ანიჭებს

Published on

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ამსტერდამში  ჩასვლისთანავე, სულ რაღაც ხუთ წუთში გაუფორმეს და გადასცეს პირადობის მოწმობა, რომელიც აძლევს უფლებას იცხოვროს და იმუშაოს ნიდერლანდებში და, საზოგადოდ,  ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში. 
 
,,დღეს პირველად ბოლო თვეების მანძილზე ისევ გამიჩნდა ნამდვილი დოკუმენტი, რომელიც ჩემს პირადობას ადასტურებს და ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მანიჭებს. დოკუმენტის გაფორმების პროცედურამ  სულ ხუთ წუთს გასტანა. თუმცა მე, იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე,  მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი უკრაინის  მოქალაქეობის დაბრუნება '' – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე.
 
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა De Telegraaf-თან მიცემულ კომენტარში განაცხადა: 
 
„რამდენიმე თვის განმავლობაში მე უკრაინის უშიშროების სამსახური მდევნიდა, სპეცრაზმმა ქვეყნიდან გამაძევა როგორც საშიში ტერორისტი, რამდენჯერმე ჩემთან ღამის საათებში შემოიჭრნენ. რა თქმა უნდა, ნიდერლანდები ჩემთვის სამოთხეა. განსხვავება ძალიან დიდია. დღეს დილიდან მე თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, როდესაც ვხედავ, რომ ჟურნალისტების გარდა ფეხდაფეხ არავინ დამყვება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
 
 
ჟურნალისტის კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა სააკაშვილი უკრაინისა და საქართველოსთვის ბრძოლას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გულით ის ყოველთვის იქაა.
 
 
„რა თქმა უნდა, გული იქით მიმიწევს. უკრაინას აქვს შესანიშნავი პოტენციალი, შესანიშნავი ხალხი, ბრწყინვალე მომავალი, მაგრამ ჰყავს ძალიან ცუდი ხელისუფლება. ჩვენ მათ მშვიდობიანი გზით მოვიშორებთ. ამას უკრაინელი ხალხი გააკეთებს. ფორმალურად მე ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ, ვინაიდან პასპორტის გარეშე მე არჩევნებში მონაწილეობა არ შემიძლია, მაგრამ მე ვრჩები ჩემი პრინციპების ერთგული“, – დასძინა საქართველოს ექსპრეზიდენტმა.

 

 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...