მთავარისიახლეებიპოლიტიკაპანკისის ხეობაში დღეს პროკურატურის წარმომადგენლები და ექსპერტები ჩადიან

პანკისის ხეობაში დღეს პროკურატურის წარმომადგენლები და ექსპერტები ჩადიან

Published on

პანკისის ხეობაში დღეს პროკურატურის წარმომადგენლები და ექსპერტები ჩადიან. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები დეკემბერში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით რამდენიმე ადგილობრივი მოსახლის ადგილზე დაკითხვას გეგმავენ.რაც შეეხება ექსპერტიზას, იგეგმება თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში კედლის უფრო ღრმად შესწავლა, ადვოკატი იმედოვნებს, რომ ნაპოვნი იქნება ტყვიის ნაწილი.„როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საქმის მასალების გაცნობის დროს წარმოიშვა რაღაც საკითხები, რომლის დაზუსტებაც მოითხოვს დამატებით შემთხვევის ადგილის დათვალიერებას. ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რათა აღმოჩენილ იქნას სხვა დანარჩენი ფაქტორები, რომელიც ერთობლიობაში შექმნის იმ სურათს, რომ მთლიანი ტყვია იქნეს სრულყოფილად წარმოდგენილი,“-აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი.ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება პროკურატურამ ზეპირი შუამდგომლობის საფუძველზე დააკმაყოფილა.“ჩვენ გვაქვს ზეპირი შუამდგომლობა, რომ ჩატარდეს ხელახალი ექსპერტიზა , უშუალოდ ბალისტიკა.გაიხსნას კედელი, რამდენიმე მეზობელია დასაკითხი, რომელთაც მკაფიოდ ესმოდათ ხმა, თუ როგორ ჩხუბობდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები ეზოში და როგორ ესაუბრებოდნენ და რას ეუბნებოდნენ ერთმანეთს, უშუალოდ ამ დეტალებზე გავამახვილებთ ყურადღებას,“-განაცხადა მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

სიახლეები

პოლიციამ 75 წლის გურამ ქუხილავა დააკავა

პოლიციამ 75 წლის გურამ ქუხილავა დააკავა. ის, ცოტა ხნის წინ, სამსახურში აიყვანეს. ცნობისთვის, აქციების მუდმივ...

Bloomberg- ზელენსკის თქმით, უკრაინამ აშშ-სთან ერთად ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოება დაიწყო

Bloomberg-ის მიხედვით, 12 ნოემბერს ჩაწერილ ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინამ აშშ-სთან...

“ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოში დიქტატურა შედგა” – ბოკუჩავა

"ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოში დიქტატურა შედგა და ის თავად შედგა, როგორც დიქტატორი"...

MEGOBARI ACT – 380 მეტრიანი გზავნილი ანაკლიიდან ვაშინგტონში

სამოქალაქო აქტივისტებმა როსტო ზარანდიამ და ნოდარ სიხარულიძემ ანაკლიაში მდებარე საძოვარზე 380 მეტრიანი გეოგლიფი დაამზადეს,...