მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების უზრუნველყოფას!'' - დემოკრატიულ ძალთა ერთობლივი განცხადება

,,მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების უზრუნველყოფას!” – დემოკრატიულ ძალთა ერთობლივი განცხადება

Published on

უკრაინული პოლიტიკური პარტიები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას მოითხოვენ. შესაბამისი განცხადება სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების“ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებას უერთდებიან: „დემოკრატიული ალიანსი“, „სამოქალაქო პოზიცია“, „სახალხო კონტროლი“, „უკრაინის ევროპული პარტია“, „ბატკივშინა“, „სამოპომიჩი“, „სვობოდა“ და „სამოქალაქო მოძრაობა ხვილია“. გთვაზობთ განცხადების სრულ ტექსტს: 
 
,,უკრაინის დემოკრატიულ ძალთა ერთობლივი განცხადება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის თაობაზე 
 
მიმდინარე კვირის დასაწყისში, 2018 წლის 12 თებერვალს პრეზიდენტმა პოროშენკომ და მის მიერ კოტროლირებადმა ძალოვანმა უწყებებმა ჩაიდინეს აშკარად ანტიკონსტიტუციური და არასამართლებრივი ქმედება – უხეში ძალის გამოყენებით გააძევეს ქვეყნიდან უკრაინელი პოლიტიკოსი, პარტია ,,ახალი ძალების მოძრაობის’’ ლიდერი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 
 
ოპოზიციის ერთერთი ლიდერის თავიდან მოშორების მიზნით, ხელისუფლებამ განახორციელა პოლიტიკური ანგარიშსწორება, დაარღვია ადამიანის უფლებები და უდიდესი ზიანი მიაყენა უკრაინის საერთაშორისო რეპუტაციას.
ეს დანაშაული გამოძიებულ უნდა იქნას . ყველა თანამდებობის პირი, რომელმაც დაარღვია კანონი და თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, განსასჯელის სკამზე უნდა აღმოჩნდეს. 
ჩვენ მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების უზრუნველყოფას და მისთვის ყველა შესაძლებლობის შექმნას დაიცვას თავისი უფლებები და ღირსება უკრაინის სასამართლოებში ქვეყნის  კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.
 
მივმართავთ ყველა უკრაინელს თხოვნით მხარი დაუჭიროს ამ განცხადებას . როცა უკრაინის ხელისუფლება თავს უფლებას აძლევს ასე მოექცეს მთელ მსოფლიოში ცნობილ პოლიტიკოსს,  ეს ნიშნავს, რომ უკრაინის  არცერთი მოქალაქე არ არის დაზღვეული ამისგან  –  არ შეიძლება თავს უსაფრთხოდ   გრძნობდეს და  ჰქონდეს სამართლიანი მართლმსაჯულების იმედი. ჩვენ ისევე, როგორც იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდში, დიქტატურის ზღვარზე აღმოვჩნდით.
 
ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიო ლიდერებს და დიპლომატებს პრინციპული შეფასება მისცენ პოლიტიკურ რეპრესიებს, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ახორციელებს.  ადამიანის დამნაშავედ ცნობა არა სასამართლოს მიერ, არამედ გენერალური პროკურორის საჯარო განცხადებებში და ხელისუფლებისათვის მიუღებელ პირთა ქვეყნიდან გაძევების პრაქტიკა საბჭოთა წარსულში უნდა დარჩეს. 
 
ვახდენთ იმ ფაქტის კონსტატაციას, რომ პრეზიდენტი პოროშენკო დაადგა კანონის თვითნებობით  ჩანაცვლების გზას და ვაფრთხილებთ მას, რომ ოპოზიციურ ლიდერებთან და აქტივისტებთან შემდგომ  ანგარიშსწორებას მოყვება ჩვენი  კონსოლიდირებული და მტკიცე პასუხი . '' – ნათქვამია პარტიების განცხადებაში.

 

სიახლეები

რომელსაც ვიცნობდი, იმ საქართველოს მე ვეღარ ვხედავ – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრეიჩუსმა საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ადრინდელს შეადარა და ტვ "ფორმულას" გადაცემა "გეოპოლიტიკაში" განცხადა,...

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის...

სფფ-ს დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. GFF Awards 2025-ის ღონისძიება...

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...