მთავარისიახლეებისაზოგადოებასასკოლო-საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

სასკოლო-საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

Published on

სასკოლო-საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება.
 
ცვლილებებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
 
მაია მიმინოშვილის განმარტებით, ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5.5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები. 
 ცვლილებები შეთანხმებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია მოსწავლემ გაიგოს, გადალახა თუ არა ბარიერი და არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ ქულას.
 
”მთავარი პრინციპია, გადალახა თუ ვერ გადალახა მოსწავლემ ბარიერი და არა – კონკრეტული ქულა. ეს მნიშვნელოვანი სიახლე წელს დაინერგება და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შევაჯერეთ მოსაზრებები. როგორც კი დაასრულებს მოსწავლე გამოცდას, ის კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, გადალახა თუ არა ბარიერი. შესაბამისად, მას კონკრეტული ქულა აღარ დაეწერება”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა. 
 
მისივე განმარტებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეული საგნისთვის დამატებით ნიმუშებს გამოაქვეყნებს და მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ეს ნიმუშები მასწავლებლებთან ერთად განიხილონ, რათა შეექმნათ სწორი წარმოდგენა საგამოცდო დავალებებზე. 
 
გამოსაშვები გამოცდები წელსაც 2 ეტაპად – მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში ჩატარდება. სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით ტარდება.
 

სიახლეები

პრეზიდენტი ზურაბიშვილი, მედიის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ხვდება და მიუნხენში გამგზავრებამდე მედიამენეჯერებისგან ისმენს მედიაში არსებული...

“თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ მოვითხოვეთ, თუმცა, შესაბამისი უწყებები ამ ცნობებს არ გვაწვდიან” -საია

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, ორგანიზაციამ აქციების დროს დაკავებული და 26 დღის განმავლობაში მოშიმშილე თემურ...

ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც დღეს დილით სამი ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა ტვინის შერყევა აქვს

ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც დღეს დილით სამი ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა ტვინის შერყევა...

EPP “ოცნების” ლიდერების დანსაქცირებას ითხოვს

მასობრივი რეპრესიების ფონზე მოქმედებაზე გადადის დასავლეთიც. ბრიუსელი ოლიგარქის და მისი მსახურების მიმართ ახალ მიზნობრივ...