მთავარისიახლეებიპოლიტიკაერთი ადამიანი გამოვიდეს ოცნებიდან და თქვას - გიორგი, მე შენზე უფრო შთამბეჭდავი...

ერთი ადამიანი გამოვიდეს ოცნებიდან და თქვას – გიორგი, მე შენზე უფრო შთამბეჭდავი ბიოგრაფია მაქვს წინა სისტემასთან დაპირისპირების- გიორგი მარგველაშვილი

Published on

ერთი ადამიანი გამოვიდეს ოცნებიდან და თქვას – გიორგი, მე შენზე უფრო შთამბეჭდავი ბიოგრაფია მაქვს წინა სისტემასთან დაპირისპირების, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” საუბრისას განაცხადა. აღნიშნული განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი მმართველი გუნდის წარმომადგენელთა იმ მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მოქმედი პრეზიდენტი ”ნაციონალური მოძრაობის” გზავნილებს აჟღერებს. მარგველაშვილის თქმით, სახელისუფლებო გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლისგან განსხვავებით, მას გასული 10 წლის განმავლობაში, სააკაშვილთან და მის თანაგუნდელებთან, არანაირი კავშირი არ ჰქონია.”ამ ოთხი წლის განმავლობაში ”ქართული ოცნების” პოლიტკრეატივმა სხვა რამ მოიფიქრა, გარდა იმის, რომ პრეზიდენტი ნაციონალია?! ვის წინააღმდეგ იფიქრებენ ამ ყველაფერს, ამასაც შევხედოთ. მე მათსავით არც ადეიშვილის კაბინეტში ვიყავი, არც ბიზნესს ვაკეთებდი სააკაშვილთან ერთად, არც მისი მინისტრის მოადგილე ვიყავი და იმ 10 წლის განმავლობაში, მასთან არც ერთ საქმეში არ ვყოფილვარ, მათგან განსხვავებით”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...