მთავარისიახლეებისაზოგადოებარა ხდება რუსთავში? ბავშვების ჯგუფურად მოწამვლის მეორე შემთხვევა ბოლო დღეებში

რა ხდება რუსთავში? ბავშვების ჯგუფურად მოწამვლის მეორე შემთხვევა ბოლო დღეებში

Published on

რუსთავში საკვები პროდუქტით შვიდი ბავშვის ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა.  რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ოთხი ბავშვი საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს, სამი კი დღეს დილით. 
შვიდივეს ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებოდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა. 
 
წინასწარი ინფორმაციით, შვიდივე ბავშვმა რუსთავის ერთ-ერთ საშაურმეში გუშინ შაურმა მიირთვა და ინტოქსიკაციის მიზეზადაც ამას ასახელებენ.
 
შეგახსენებთ, ეს ბავშვების დიდი რაოდენობით ინტოქსიკაციის მეორე შემთხვევაა რუსთავში ბოლო ათი დღის განმავლობაში. 8 თებერვალს  რუსთავის მე-16 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის 8 მოსწავლე ერთდროულად ცუდად გახდა.
 სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. 3 მოზარდს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. როგორც  გაირკვა შემთხვევა სასმელი წყლის დაბინძურებასთან იყო დაკავშირებული..

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...