მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინიდან გაძევებული მიხელ სააკაშვილი ვარშავაში პირველ პრესკონფერენციას გამართავს

უკრაინიდან გაძევებული მიხელ სააკაშვილი ვარშავაში პირველ პრესკონფერენციას გამართავს

Published on

უკრაინიდან გაძევებული მიხელ სააკაშვილი რამდენიმე საათში  ვარშავაში პირველ პრესკონფერენციას გამართავს და საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ პოლონეთიდან ისაუბრებს.„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერთან კიევიდან ვარშავაში ჩასვლას მისი პარტიის წევრები გეგმავენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აანონსებს, რომ უკრაინაში დაბრუნდება და ამისათვის ყველა კანონიერ გზას გამოიყენებს. პარტიის ლიდერის ქვეყნიდან გაძევების მიუხედავად სააკაშვილის ახალ ძალთა მოძრაობაში ამბობენ, რომ პოლიტიკური გეგმები არ იცვლება და კვირას, დაგეგმილი მარში პოროშენკოს წინააღმდეგ მაინც გაიმართება.მიხეილ სააკაშვილის გატაცება რესტორნის სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს. ერთ წუთიანი ვიდეომასალა კი სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს, როგორ შედის 20-მდე ფორმიანი მამაკაცი კიევის ერთ-ერთ რესტორანში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. შენობაში სპეცრაზმელებმა ძალა რამდენჯერმე გამოიყენეს.უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილის გატაცებიდან მხოლოდ სამი საათის შემდეგ დაადასტურა, რომ ის იმ ქვეყანაში დააბრუნეს, საიდანაც სექტემბერში უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.ლუცენკოს უწყებაში ამბობენ, რომ სასაზღვრო სამსახურს მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების ოპერაციის შესახებ არ უცნობებია, რაც მათთვის მოულოდნელობა იყო. ოპოზიციის ლიდერი კი ამ დროს უკვე ჩარტერული რეისით პოლონეთში მიფრინავდა. გაძევებიდან რამდენიმე საათში ის ვარშავის აეროპორტში პოლონეთის სასაზღვრო სამსახურს გადასცეს.მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და გაძევებას გამოეხმაურნენ უკრაინელი პოლიტიკოსები. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...