რუსთავის მე-16-ე საჯარო სკოლაში დილიდან სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი გამოიძახეს, რადგან მე-7 კლასის 8 მოსწავლეს ინტოქსიკაციის ნიშნები – მუცლის ტკივილი და მსუბუქი დიარეა აღენიშნებოდათ.
ბავშვებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ, ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა და მშობლებმა შინ წაიყვანეს.
სკოლაში ვარაუდობენ, რომ ბავშვების ცუდად გახდომის მიზეზი სასმელი წყალი გახდა, ერთ-ერთი მშობლის თქმით, გუშინ სკოლაში მუქი ფერის შეფერილობის წყალი მოდიოდა, თუმცა რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ინფორმაციით, ზუსტი მიზეზი ლაბორატორიული კვლევის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.