მთავარისიახლეებისაზოგადოებაემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო დღეს მიიღებს

ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო დღეს მიიღებს

Published on

 
გადასცემს თუ არა საქართველო დემირელის სკოლების მენეჯერს თურქეთის რესპუბლიკას – მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებაზე გადაწყვეტილება დღეს, საქალაქო სასამართლომ უნდა მიიღოს. პროკურატურამ პირველ ინსტანციას ექსტრადირების დასაშვებობასთან დაკავშირებით უკვე მიმართა.
 
ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ბრძანება ექსტრადირებასთნ დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა უნდა გამოსცეს.
 
განკარგულებაზე ხელის მოწერის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაუყოვნებლივ მოხდება.
 
„ჩვენ გვაქვს ჩვენი დასაბუთებული წერილობითი პოზიცია, რომელიც გამყარებულია მთელი რიგი მტკიცებულებებით, წარვუდგენთ სასამართლოს და შემდეგ დაველობით სასამართლოს გადაწყვეტილებას,“ – აცხადებს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი.
 
ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ჩაბუქის ექსტრადირება მოხდება, ამით საქართველო დაარღვევს საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის პრინციპებს.
 
„მიგვაჩნია, რომ არსებობს სათანადო გარემოებები იმისთვის, რათა არ მოხდეს პირის ექსტრადირება თურქეთის რესპუბლიკაში. ვფიქრობთ, რომ ძალიან მაღალია რისკი იმისა, რომ ის დაექვემდებაროს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, ასევე არასამართლიან სასამართლო განხილვას, ასევე პოლიტიკური ნიშნით დევნას,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...