მთავარისიახლეებისაზოგადოებაფინკა ბანკმა დეპოზიტების კამპანია დაიწყო

ფინკა ბანკმა დეპოზიტების კამპანია დაიწყო

Published on

2018 წლის თებერვლიდან ფინკა ბანკში დეპოზიტების კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში ბანკი მომხმარებელს 6 ტიპის ანაბარზე საინტერესო პირობებს სთავაზობს.  
 
„ჩვენი კამპანიის მიზანია მომხმარებლებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ თანხის დაზოგვა და დეპოზიტზე განთავსება სარგებლიანია. ბევრს მიაჩნია, რომ ვერ გამოიმუშავებს იმდენ ფულს, რომ შეძლოს შეგროვება, მთელი შემოსავალი კი მიმდინარე ხარჯებში მიდის, ან ჰგონიათ, რომ თანხის შეგროვება აუცილებლად დიდი თანხით უნდა დაიწყონ. თანხის დაზოგვა მინიმალური თანხით შეიძლება დაიწყოთ. შეარჩიეთ პარტნიორი ბანკი, სადაც თანხას განათავსებთ, ხოლო, გარდა იმისა, რომ დანაზოგის ბანკში განთავსება უსაფრთხოა, ანაბარზე განთავსებულ თანხას საპროცენტო სარგებელი ერიცხება და აუცილებლად უნდა ისარგებლოთ ამ ე.წ. „უხილავი შემოსავალითაც“  – ამბობს ფინკა ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ესებუა. 
 
ფინკა ბანკი მომხმარებელს ყველა სახის დეპოზიტზე მაღალ საპროცენტო სარგებელს და მოქნილ პირობებს სთავაზობს. განსაკუთრებული შეთავაზება საბავშვო ანაბარზეც ვრცელდება. საბავშვო ანაბარზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლარში განთავსებულ თანხაზე 11,5%-ია (დოლარში 5.5%, ხოლო ევროში 3.5%), ანაბრის გახსნა 10 ლარითაც არის შესაძლებელი და ყოველთვიურად თანხის შეტანა სავალდებულო არ არის. 
 
ფინკა ბანკში ანაბრის გახსნა შესაძლებელია როგორც ინტერნეტ ბანკის, ისე სერვის ცენტრში მისვლით.  
 
ფინკა ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის FINCA Impact Finance წარმომადგენელია საქართველოში.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი წარმოდგენილია მსოფლიოს 20 ქვეყანაში, ჰყავს საერთაშორისო აქციონერები და პარტნიორები, რაც უზრუნველყოფს მის წარმატებულ და სტაბილურ საქმიანობას. 
 
ფინკა ბანკი წელს საქართველოში მუშაობის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და მომხმარებლებს საიუბილეო წელთან დაკავშირებით მრავალს სიახლეს შესთავაზებს. 
 

სიახლეები

ღამით დრონებმა მოსკოვს ისევ შეუტიეს – დაიკეტა “ვნუკოვო”

გასულ ღამეს უკრაინულმა დრონებმა მოსკოვს ისევ შეუტიეს. მერის, სერგეი სობიანინის თქმით, საჰაერო თავდაცვამ ოთხი...

თეატრალურის სტუდენტებს სტატუსს აღარ შეუწყვეტენ

თეატრალურის სტუდენტებმა უკვე მიიღეს მეილზე შეტყობინება რექტორის გადაწყვეტილების შესახებ, რომ სტატუსს აღარ შეუწყვეტენ, თუმცა...

ტრამპის წარმომადგენელი მოსკოვიდან აშშ-ში ბრუნდება

მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი მოსკოვში რუსულ მხარეს შეხვდა....

CBS News: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

CBS News-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა...