მთავარისიახლეებიპოლიტიკაპეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის შიშით კიევის ცენტრში ლითონის პამპერსები გამოფინა

პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის შიშით კიევის ცენტრში ლითონის პამპერსები გამოფინა

Published on

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შოკოლადის მაგნატი პეტრო პოროშენკო პანიკაშია!.
,,იგი სულ გაგიჟდა შიშისგან და კიევის ცენტრში რკინის პამპერსები გამოფინა, ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დღევანდელი მარში არ შედგეს'' – განაცხადა მან. 
წუხელ კრეშჩატიკზე აღმართეს ლითონის ონსტრუქციები, რათა მარშის ორგანიზატორებისთვის ხელი შეეშალათ სცენის დამონტაჟებისთვის. სხვათა შორის, წუხელ მიხეილ სააკაშვილი თავისი მოძრაობის აქტივისტებთან ერთად კრეშჩატიკზე იდგა ზუსტად იმ დრომდე, სანამ მისი შინაპატიმრობის დრო დაიწყებოდა. იგი ხალხმა მიაცილა სახლამდე.
ლითონის კონსტრუქციებზე არანაკლებ იზრუნა ხელისუფლებამ იმაზე, რომ  სხვა გზითაც შეეშალა ხელი მარშისთვის უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით. ცნობილი გახდა, რომ  ორგანიზაციამ  ,, ავტო ევრო ძალა'' მაინცდამაინც დღეს, 4 თებერვალს დაგეგმა აქცია, ავტომანქანების განბაჟების ხელმისაწვდობისა და გამარტივებული მექანიზმის შექმნის მოთხოვნით.
ამასთან  ,,ორგანიზაციამ ადრე დაგეგმილი აქციის დრო  უკანასკნელ მომენტში შეცვალა და დაამთხვია ჩვენი აქციის  მიმდინარეობას. მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა  პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიიღო ფული იმისათვის, რომ ხელი შეეშალა ჩვენი მარშისთვის' – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა –  მინდა ,,ავტო ევრო ძალის'' რიგითმა  წევრებმა, რომელთა მიმართ სიმპათიით ვარ გამსჭვალული, იცოდნენ, რომ მათი ლიდერი გარიგებაში შევიდა პოროშენკოს ხალხთან''. 
ჩვენი პოლიტიკური პროტესტი მიმართულია ხელისუფლების სრულ გადატვირთვაზე. მინდა სეგახსენოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ზალა იღებს ვალდებულებას უმოკლეს ვადაში გაათავისუფლოს უკრაინის ავტობაზარი მონობისა და არაჯანსაღი კონკურებციისგან და უზრუნველყოს ყველა სახის ავტომანქანის განბაჟების შესაძლებლობა ერთჯერადი გადასახადით 300 ევროს ოდენობით
 იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რაიმე სახის პროვოკაცუია, რომელიც  ხელისფლების მხრიდან არის მოსალოდნელი,  ხელს გიწვდი უკრაინის ყველა მოქალაქეს , რომელიც თავის თავზე განიცდის  უკანონობას და ეძებს სხვადასხვა საშუალებებს ელემენტარული მოთხოვნილებების – მათ შორის ავტომანქანებით გადაადგილების მოთხოვნილების  დაკმაყოფილებისათვის და გთავაზობთ გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ერთობლივი ბრძოლისთვის. მე, როგორც  პრეზიდენტმა,  საქართველოსი ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, ჩვენს მთავრობას ხელსაყრელი პირობები შეექმნა  ჩვენი ქვეყნის ტერიორიაზე უცხოური მანქანების შეძენისათვის, შედეგად   საქართველო გახდა რეგიონული ხაბი , სადაც ჩამოდიოდნენ აზერბაიჯანელები, ყაზახები, სომხები, რუსები, უკრაინელები, რომ  მაქსიმალურად დაბალ ფასებში შეეძინათ ავტომანქანები''  – ასეთი განცხადება გააკეთა ა მიხეილ სააკაშვილმა თავის ფეისბუქგვერდზე.
ამ წუთებში კიევში დღევანდელი მარშის მონაწილეები იკრიბებიან. 
 

 

.
 

 

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...