მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთერთი გარემოვაჭრე დააკავეს

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთერთი გარემოვაჭრე დააკავეს

Published on

კვლავ ხმაურია ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც  გარემოვაჭრეებმა სამდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ქალაქის ხელისუფლებისაგან მიღებული უარის მიუხედავად, თვითნებურად განაახლეს მუშაობა .
 ადგილზე მობილიზებულიმა  სამართალდამცავებმა მათ სავალი გზიდან სავაჭრო პროდუქციის აღება მოსთხოვეს, თუმცა წინაღმდეგობას წააწყდნენ, რის შემდეგაც ერთ-ერთი გარემოვაჭრე დააკავეს, იგი,  სავარაუდოდ, პოლიციის სამმართველოს შენობაშია გადაყვანილი.
 
დაკავებას გარემოვაჭრეების მხრიდან პროტესტი მოყვა. ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
 
მანამდე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდაცმავებმა გარემოვაჭრეებს სავაჭრო საქონლის გზის სავალი ნაწილიდან აღება რამდენჯერმა მოსთხოვეს, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ ამის გაკეთებას არ აპირებდნენ, რადგან მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო გარევაჭრობაა და უკვე სამი დღეა ულუკმაპუროდ არიან დარჩენილები.მათივე მტკიცებით, ისინი მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართზე შესვლას არ აპირებენ.
 
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანიების, ზედამხედველობის სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...