მთავარისიახლეებიკულტურააბაშის რაიონის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის ისტორიულ შენობას დაშლა და...

აბაშის რაიონის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის ისტორიულ შენობას დაშლა და სხვაგან გადატანა ემუქრება

Published on

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია , რომ  აბაშის რაიონის  სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის ისტორიულ შენობას  დაშლა და სხვაგან გადატანა ემუქრება. 
 
,,შენობა ძველია და სასკოლო/სასწავლო გამოწვევებს ვეღარ პასუხობს, როგორც გავიგე, გადაწყვიტეს დაშალონ და მის ადგილას ააშენონ ახალი სკოლის შენობა, ისეთი, როგორიც სოფელს სჭირდება და უნდა ჰქონდეს კიდეც, მაგრამ იქნებ ჯობდა ახალი შენობისთვის სხვა ადგილი მოეძებნათ, ეს კი ადგილზე დაეტოვებინათ, ან  სოფლის მუზეუმად გადაეკეთებინათ, ან არაფორმალური განათლების ცენტრად, კინო-კლუბად თუ  სოფლის კვლევით ცენტრად, სოფლის არქივა'' – წერს ინტერნეტმომხმარებელი ანა მარგველაშვილი. 
 
 მაცხოვრისკარის საჯარო სკოლა 1888 წელს აიგო.  სკოლის სამშენებლო მასალად გამოყენებულ იქნა მაცხოვრისკარის შობის ტაძრისა და თავად ჯაიანის სახლის ფიცრები. თავდაპირველად სკოლა  2 წლიანი იყო, აქ  მღვდელი ჭანტურაია ასწავლიდა სოფლის ბავშვებს. რევოლუციის შემდეგ სკოლა გახდა 4 წლიანი გახდა, 1933 წელს კი სენობას მინაშენი გაუკეთდა და  7 წლიანი გახდა .  2017 წელს სკოლას  დანიელ თოფურიას სახელი მიენიჭა.
 
ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ ისტორიულ ფასეულობას წაროადგენს არა მხოლოდთავად შენობა, არამედ ადგილიც, რომელზედაც ის არის აგებული – ის ჩინებულად არის ჩაწერილი ამ სივრცეში და ამ ჰარმონიის დარღვევა გამართლებული არ იქნება.  
 
 
 
 

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...