სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე განხილვა დასასრულს უახლოვდება. პროცესზე დღეს დასკვნითი სიტყვით წარდგება მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი.
მოსამართლეთა კოლეგიას მიმართავს მსჯავრდებულიც. სხდომა ამჯერადაც დახურული იქნება. ადვოკატების მოთხოვნა მის გახსნაზე წინა პროცესზე მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა.
სხდომა სააპელაციო სასამართლოში 14:00 საათზე დაიწყება. დეკანოზის დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ პატიმრობიდან ზუსტად ერთი წლის თავზე – 10 თებერვალს გიორგი მამალაძეს გაათავისუფლებენ.
„მე ვიმედოვნებ, რომ აპელაცია შეძლებს და აღასრულებს სამართლიან მართლმსაჯულებას და გაითავისებს იმ დასკვნით სიტყვაში ყველა იმ მტკიცებულებების შეფასებიდან გამომდინარე, იმ რეალობას, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო და მართლა ისტორიულ ნაბიჯს გადადგამს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე,“ – აცხადებს დეკანოზ მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.