მთავარისიახლეებისაზოგადოება"არანაირი ალტერნატიული ფართი ჩვენთვის არ შეუთავაზებიათ, მერი იტყუება"- გარემოვაჭრეების აქცია მერიასთან...

“არანაირი ალტერნატიული ფართი ჩვენთვის არ შეუთავაზებიათ, მერი იტყუება”- გარემოვაჭრეების აქცია მერიასთან გრძელდება

Published on

 
გარემოვაჭრეების აქცია მერიასთან გრძელდება, ისინი მერთან შეხვედრას მედიის თანდასწრებით ითხოვენ, თუმცა ლაშა გოგია გარემოვაჭრეებთან შეხვედრას მერიის გარეშე აპირებს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მერი იტყუება და მათთვის ალტერნატიული ფართი არავის შეუთავაზებია, სწორედ ამის გამო ითხოვენ ისინი მერთან შეხვედრას მედიის თანდასწრებით.
 
 
„ ეს არის ტყუილი ხალხნო, ჩვენი მერი იტყუება, არანაირი ფართი ჩვენთვის არ შეუთავაზებიათ, ჩვენ ვართ ტანსაცმლით მოვაჭრეები და ჩვენი ადგილი არ არის ბაზარში, ბაზრის ადმინისტრაცია გვეუბნება, რომ ტანსაცმლის ადგილი საერთო არა აქვთ“- ამბობს გარემოვაჭრე მარინა ფარულავა.
 
მოვაჭრეები აქციას დილიდან მართავენ. მათ რამდენჯერმე ქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ისინი მსვლელობით გაემართნენ გუბერნიის შენობისკენ და გუბერნატორთან შევედრა მოითხოვეს, თუმცა განუცხადეს, რომ ადგილზე არ იმყოფებოდა არც გუბერნატორი და არც საკრებულოს თვმჯდომარე.
 
 
ამის შემდეგ მიიღეს გადააწყბტილება აქციის მონაწილეებმა, რომ ისევ მერიასთან მისულიყვნენ.
 
ისინი წუხელ ზედამხედველობის სამსახურის მიერ დახლების აღებას აპროტესტებენ და გარევაჭრობის უფლებას ითხოვენ

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...