მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ბაზრის გარეპერიმეტრი ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეების დახლებისგან დაცალა

ზუგდიდის ბაზრის გარეპერიმეტრი ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეების დახლებისგან დაცალა

Published on

ზუგდიდის ბაზრის გარეპერიმეტრზე მერიის ზედამხედველობის სამსახური მუშაობს და მოვაჭრეების დახლები გააქვს. ადგილზე არ იმყოფებიან მოვაჭრეები, როგორც ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, მოვაჭრეების საქონელს დაცვა ჩაიბარებს და შემდეგ მოხდება მათი გადაცემა.

ტერიტორიის დატოვების შესახებ გარემოვაჭრეები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილეს, თუმცა მათი მხრიდან არ მომხდარა ტერიტორიის დატოვება, ისინი აგრძელებდნენ მუშაობას და აქციებს აანონსებდნენ.

გარემოვაჭრეები ქალაქის მერთანაც იმყოფებოდნენ თხოვნით, რომ დაერთოთ მათთვის მაისამდე მუშაობის ნება. თუმცა უშედეგოდ, მერია ამ წინადადებას არ დათანხმდა.

 

უწყების ინფორმაციით, მათ ალტერნატიული ფართები შესთავაზეს, სადაც ისარგებლებენ 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით. "ინდივიდუალურად იქნება მოლაპარაკება თოთოეულ მათგანთან და გათვალისწინებული იქნება მათი შესაძლებლობები, გარევაჭრობას ჩვენ არ დავუშვებთ"- განაცხადა მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ქალაქის მერმა ლაშა გოგიამ. გარევაჭრობის უფლების მოთხოვნით მოვაჭრეები აქციას წლების განმავლობაში, პერიოდულად მართავენ.

სიახლეები

მოჯთაფა ხამენეი კომაშია – ირანის ახალ სულიერ ლიდერს ყუმში მკურნალობენ

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და მას ქალაქ ყუმში მკურნალობენ, -...

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...