ელიავას ბაზრობასთან, გუდაუთას ქუჩაზე ავტომანქანები დაიწვა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ცეცხლი 4 მანქანას გაუჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.