მთავარისიახლეებისამართალიპროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო

Published on

პროკურატურა უწყებაში დაწყებული კიდევ ერთი გამოძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მთავარი პროკურატურის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე დაიწყო.
 
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა, რომლებზეც სავარაუდოდ ასახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი.
 
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობდა გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მე-2 სამმართველოს სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მსროლელის ბ.რ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე. 2017 წლის 28 ოქტომბერს დ.ჯ.-ს წარედგინა ბრალდება ბ.რ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ბრალდებულ დ.ჯ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს არსებითი განხილვა. რაც შეეხება გარდაცვლილი ბ.რ-ს ოჯახის წევრებს, აღნიშნულ საქმეში ისინი დაზარალებულად არიან ცნობილი და სრულად იცნობენ საქმეში არსებულ მასალებს. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის წარმომადგენლებს მათთან არაერთხელ ჰქონდათ შეხვედრა, თუმცა არცერთი შეხვედრის დროს დაზარალებულებს გარდაცვლილის მობილური ტელეფონი და ფოტო-ვიდეო მასალა არ წარმოუდგენიათ. გუშინ გავრცელებული ვიდეოკადრების შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, პროკურატურის წარმომადგენლის მიერ განხორციელდა კომუნიკაცია ბ.რ.-ს ოჯახის წევრებთან და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატთან. მათ მოითხოვეს შეხვედრის გადადება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
მუჟავაში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი გამოძიებას კვალიფიკაციის შეცვლას სთხოვს. ოჯახი მიიჩნევს, რომ გამოძიება ხელს კონკრეტულ პირს აფარებს. 
 
გამოძიების ვერსიით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ჯარისკაცი,  26 ოქტომბერს სოფელ მუჟავაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, თანხმლები მესაზღვრის პირის ტყვიამ იმსხვერპლა.
 
გამოძიება დაწყებულია 116 მუხლით, რაც სიცოცლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...

მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახის წევრებს სახლში მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს...

აფეთქება, ორი საფლავი და რუსი გენერლის საიდუმლო დაკრძალვა

ვინ იყო იგორ ერუსალიმოვი და რატომ უკავშირებენ მის სიკვდილს მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ზე მოწყობილ...

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...