უკრაინული ოპოზიციის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში მორიგი მარში 4 თებერვალს დააანონსა.
საპროტესტო აქციაში, რომლის მთავარი მოთხოვნაც პეტრო პოროშენკოს გადადგომა იქნება, სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
სამომავლო გეგმებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტელეკომპანია ნიუს-ვანის ეთერში ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ, შინაპატიმრობის მიუხედავად, საპროტესტო მოძრაობას არ წყვეტს.
მან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ნაწილობრივი შინაპატიმრობა მას პოლიტიკური მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით მიუსაჯეს. – სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვეტილება ხელისუფლების კარნახით მიიღო, თავად პეტრო პოროშენკომ კი ვლადიმერ პუტინის დავალება შეასრულა.