მთავარისიახლეებისაზოგადოება,, შევარდნაძემ ხომ დაუდგა ქარვასლა, ახლა ალბათ კახი კალაძე მაინც ჩაისახლებს თავის...

,, შევარდნაძემ ხომ დაუდგა ქარვასლა, ახლა ალბათ კახი კალაძე მაინც ჩაისახლებს თავის ბინაში” – კიდევ ერთხელ ,,უბინაო” დავით სოკოლოვზე

Published on

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინფორმაციას იმის შესახებ,  "მოამბის" ყოფილი დიქტორი დავით სოკოლოვი უბინაოა და ხანდაზმულთა ჰოსპიტალს აფარებს თავს. 

როგორც აღმოჩნდა მას აქვს თბილისში ერთოთახიანი ბინა, რომელიც დეიდამ მემკვიდრეობით დაიტოვა, თუმცა საცხოვრებლად  ჰოსპისი თავად არჩია იმ მოტივით, რომ იქ მას და მის მეუღლეს  ყველანაირად უზრუნველგვყოფენ, მათ შორის  სამედიცინო უზრუნველყოფითა და კვებით. 
 
ჰოსპისის ძვირადღირებულ მომსახურებას ( იქ ორი ადამიანისთვის ცხოვრების საფასური თვეში ათასი ლარია) იგი რვა წელია სწორედ ამ ბინის გაქირავებით შემოსული თანხით ფარავს,მანამდეც ამ ბინაში ცხოვრობდა,  ამდენად არც ისე გამოუვალი მდგომარეობა აქვს, როგორც თავად ამბობს. ამ ფონზე ძნელი ასახსნელი არ არის, რატომ ამოშალა იგი თბილისის მერობის დროს გიგი უგულავამ საცხოვრებელი ფართით უსწრაფესად დასაკმაყოფლებელთა სიიდან, თუმცა იგი არა უგულავაზე, არამედ მიხეილ სააკაშვილზეა განაწყენებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დავით სოკოლოვის მხარდაჭერის ტემპერატურა ხალხში მკვეთრდ დაეცა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, სადაც დავით სოკოლოვი ,,ქვეყნის დამაქცევარ'' მიხეილ სააკაშვილს შუბლში ტყვიის დახლას ურჩევს.
 
 
დავით სოკოლოვი  აცხადებს, რომ მის მიმართ კანონიერების აღდგენა არაერთგზის მოთხოვა დღევანდელ ხელისუფლებასაც, კერძოდ ქალაქის ადრინდელ მერს დავით ნარმანიას, მაგრანმ ამაოდ, რაც შეეხება დღევანდელ მერს კახი კალაძეს, მისი თქმით, მისი ყურადღების მიპყრობა ვერა და ვერ შეძლო: 
 
,,კალაძე არ მიღებს, ვურეკავ და არ მპასუხობს. მესიჯიც მივწერე პირად ნომერზე – ნუთუ არ გაინტერესებთ, რა მინდა, დღეში 30-ჯერ რატომ გირეკავთ-მეთქი. კახი კალაძემ მხოლოდ ინტერნეტსივრცესა და მედიაში  უკმაყოფილო ტალღის  აგორების შემდეგ გააკეთა განცხადება, რომ მიხედავს დავით სოკოლოვის საქმეს, თუმცა არც ამის შემდე მოუკითხავს მისი ამბავი. 
 
,, შევარდნაძემ ხომ დაუდგა ქარვასლა, ახლა ალბათ კახი კალაძე მაინც ჩაისახლებს თავის ბინაში'' –  წერენ სოციალურ ქსელში.
 
 
 
. 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...