მთავარისიახლეებისაზოგადოებაკვირის ბოლომდე თოვლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

კვირის ბოლომდე თოვლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ცნობით, კვირის ბოლომდე თოვლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
 
25 იანვრის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლი, ხოლო აღმოსავლეთში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი.  დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში დღისით  4-დან 9 გრადუსამდე იქნება, ,მთიან რაიონებში 0-დან +5 მდე და მაღალმთიან რაიონებში -3 +2.
 
"26 იანვრიდან კვირის ჩათვლით შედარებით გამოიდარებს.
 
28 იანვარს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია, აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდეს
 
სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 25-28 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, მცირე ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ნისლიც.
"ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია ბარში 0-4 გრადუსი. მთიან რაიონებში -2 გრადუსი და მაღალ მთაში -2-დან -7 გრადუსამდე", – აღნიშნავენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.  
 
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, 27-28 იანვარს შესაძლებელია მცირე ნალექი, თოვლჭყაპი, ნისლი.
27-28 იანვარს ტემპერატურა უფრო იკლებს და ამიტომ თოვლჭყაპი უფრო მოსალოდნელია, მანამდე იქნება ნალექი შერეული სახით., 25-26 იანვარს თბილისში დაახლოებით 2-4 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. 27-28 იანვარს კი შესაძლებელია ტემპერატურა 0 +2 გრადუსს შორის იყოს
 
 

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...