პელე ცუდად არის

Published on

“როიტერსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პელე ჰოსპიტალიზებულია.
 
სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ 77 წლის პელემ გონება დაკარგა და ბრაზილიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მას ორგანიზმის ძლიერი გამოფიტვის დიაგნოზი დაუსვეს და შესაბამისი ზომებიც მიიღეს.
არის თუ არა გონის წასვლა სხვა უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომი,  სრულ გამოკვლევამდე გამოვლენილი არ არის, მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან.
 
პელემ უკანასკნელი წლების მანძილზე გადაიტანა რთული ოპერაცია თეძოზე, დიდხანს მკურნალობდა თირკმლების უკმარისობას და პროსტატიტს.
 ბოლო პერიოდში იგი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და მოსკოვში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრას ეტლში მჯდოპმი დაესწრო.
 
იანვარში მას ლონდონში ჰქონდა დაგეგმილი ვიზიტი, მაგრამ სავარაუდოდ იგი გადაიდება. 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...