კიევის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა დღეს გაიმართება.
სხდომა 11 იანვარს იმის გამო გადაიდო, რომ სასამართლოზე არ გამოცხადდნენ დეპუტატები, რომლებიც სააკაშვილს პირველი ინსტანციის სასამართლოზე თავდებში ჩაუდგნენ.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ საპროცესო კოდექსის თანახმად, ყველა აღნიშნული პირი სასამართლო სხდომას უნდა დასწრებოდა.