ამჯერად ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასარგავად ხე სოფელ დიდინეძიდან მიაქვთ. კომპანია „ზიმო“ სოფელში ხის გადატანის სამუშაოებს აწარმოებს. ამჯერად პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ჭადარი, რომელიც შეკვეთილში გადასარგავად მზადდდება, ყოფილი კოოპერატივის ტერიტორიაზე, სოფლის ცენტრში დგას. ორი შენობიდან, სამუშაოების გამო ერთი უკვე დანგრეულია. ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა, თუმცა სამინისტრომ ის ცოტა ხნით ადრე გაასხვისა.ადგილობრივები კამერებთან თავს იკავებენ, თუმცა პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ შენობა სწორედ ხის გადატანის გამო დაანგრიეს. კომპანია „ზიმოს“ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი არ უარყფს ინფორმაციას, რომ ხე ყოფილ პრემიერ-მინიტრს გადააქვს. ანზორ ჯანელიძე ამბობს, რომ ტერიტორია, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, კერძო საკუთრებაა.ბიძინა ივანიშვილის სურვილების დასაკმაყოფილებლად ზუგდიდიდან კიდევ რამდენიმე ხის გადატანა იგეგმება. ხის გადასატანად ანაკლიაში ბარჟის მონტაჟი კომპანია „ზიმომ“ დეკემბერში დაიწყო.
ამჯერად ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასარგავად ხე სოფელ დიდინეძიდან მიაქვთ [Video]
Published on