მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია მმართველ გუნდს მაუწყებლის შესახებ კანონის ვეტოს გაზიარებისკენ მოუწოდებს

ოპოზიცია მმართველ გუნდს მაუწყებლის შესახებ კანონის ვეტოს გაზიარებისკენ მოუწოდებს

Published on

როდის იმსჯელებს მაუწყებლის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით პარლამენტი, კვლავ უცნობია. თუმცა, არ არის გამორიცხული, ამ საკითხზე პარლამენტმა რიგგარეშე სესია ჩანიშნოს. სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 5 თებერვლამდე უნდა გაიმართოს.დეპუტატები მოტივირებული შენიშვნების განხილვის შემდეგ გადაწყვეტენ, იმსჯელონ თუ არ ვეტოს დაძლევის თემაზე.შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციის ნაწილი.„ეძლევა შანსი პარლამენტს, რომ გადახედოს ამ კანონს. მთლიანობაში ისე, როგორც ახლა ითვალისწინებენ, ეს არის საერთოდ დამღუპველი, მე ძალიან კარგად ვიცი, რაზეც არის გათვლილი. გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ ერთ ტელევიზიაზე, თქვენს ტელევიზიაზე და მათ რა თქმა უნდა, სხვა კომერციული არხები, რომელიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია, ნაკლებად ადარდებთ,“ – აცხადებს "ენმ"-ის წევრი გიორგი ჭანტურია.საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ ცვლილებების მიღებით კიდევ უფრო მეტად შეფერხდება დემოკრატიის განვითარების საკითხი.„პრეზიდენტის ვეტოში ძალიან ზუსტად არის აქცენტი დასმული იმ პრობლემურ საკითხებზე, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონპროექტშია ამჟამად. კორუფციული სქემების აწყობა უნდათ საზოგადოებრივ მაუწყებელში, რაც, ჩვენი აზრით, გაუმართლებელია,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 
 

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...