მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე შიომ მოსახლეობას ძველით ახალი წელი მიულოცა

მეუფე შიომ მოსახლეობას ძველით ახალი წელი მიულოცა

Published on

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას მრევლს ახალი წელი მიულოცა.
 
„დღეს არის ძველი სტილით ახალი წელი. ჩვენ ვულოცავთ ჩვენს მრევლს ახალ წელს როგორც ახალი სტილით, ასევე, ძველი სტილითაც, იმიტომ, რომ ჩვენს ხალხში განსაკუთრებული სიყვარულია ძველი სტილით ახალი წლისადმი. ჩვენს ხალხში შემორჩენილია მეხსიერება იმ პერიოდისა, როდესაც ახალი წელი აღინიშნებოდა შობის შემდეგ და ახალი წლის მთელი შინაარსი დატვირთული იყო საშობაო სიმბოლიკით, სიხარულით, მნიშვნელობით. ეს ახალ წელს სძენდა განსაკუთრებულ ელფერს და საზეიმო განწყობას, რაც ჩვენ გვახსოვს და ამიტომ ამ დღეს ყოველთვის აღვნიშნავთ და დღესაც გილოცავთ დიდი სიხარულით“, – განაცხადა მეუფე შიომ.
 
ეკლესია დღეს ასევე ქრისტეს წინადაცვეთის დღესაც აღნიშნავს. მეუფე შიომ მრევლს ეს დღესასწაულიც მიულოცა და თქვა, რომ „ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე“.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...