მთავარისიახლეებისამართალისაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ მერაბ ტურავა აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ მერაბ ტურავა აირჩიეს

Published on

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ კენჭისყრის შედეგად საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მერაბ ტურავა აირჩიეს – ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.„მერაბ ტურავას 2016 წლის 2 ნოემბრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანამდებობა ეკავა.
2015 წლის 20 მარტს მერაბ ტურავა საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 30 მარტს ფიცის დადების დღიდან შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას“, – აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში.ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილების მიხედვით, კენჭისყრის შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მანანა კობახიძე აირჩიეს.
მანანა კობახიძე საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წლის 8 თებერვალს აირჩია.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...