პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა. ეს რადენიმე საათს წინ, გამთენიისას მოხდა.
თემირლან მაჩალიკაშვილის დედის თქმით, მისი შვილი დღეს დილით უნდა გადაეყვანათ თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ, მაგრამ ექიმის თქმით, გამთენიისას მდგომარეობა უკიდურესად გართულდა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მრავალპროფილიანი საავადმყოფოდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
პანკისში თემრილან მაჩალიკაშვილის გადასვენებას ელოდებიან. სოფელ დუისის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ესროლე და სპეცრაზმელების დასჯას ითხოვენ.
ამას ისე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს,
„დღეს დილით უნდა გადაგვეყვანა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ ფაშისტებმა არაფრის გულისთვის“, – განაცხადათემირლან მაჩალიკაშვილის დედამ აიზა მარგოშვილმა საავადმყოფოშ.
მაჩალიკაშვილების ახლობლები ამბობენ, რომ სპეცოპერაციის დროს 19 წლის ახალგაზრდას ხელყუმბარა არ ჰქონია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ის, თითქმის, ორი კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„მოვიდეს მთავრობა, წაუკიდონ ცეცხლი, მაინც წაგვიკიდა ცეცხლი. ერთად ამოგვწვან. გომელაურს გადაეცით. რა გამიკეთეს, როგორ გამიქრეს ბავშვი,“ – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ.