Deutsche Welle მიხეილ სააკაშვილის საქმის შესახებ

0
419
Deutsche Welle  აქვეყნებს ანალიტიკურ  სტატიას მიხეილ სააკაშვილის საქმის შესახებ
 
უკრაინის გენპროკურატურის  მტკიცებულებები სუსტია
უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერგამოქვეყნებული საუბრის ჩანაწერებში იურისტები ვერ ხედავენ  სააკაშვილისადმი ინკრიმინირებულ  ბრალეულობას, ხოლო ბრალდების ცალკეული პუნქტები საერთოდ გაუგებარია  .
კიევის სასამართლოს უარმა 11 დეკემბერს, "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, იურისტებსა და დამკვირვებლებს აღუძრა  კითხვები პოლიტიკოსისთვის წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით
შეგახსენებთ,  გასულ კვირას გენერალურმა პორკურორმა  იური ლუცენკომ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ  ჩაშლილია    რუსეთის უშიშროების სამსახურის გეგმა  "რუსული ზამთარი" ,   რომელიც უნდა განხორციელებულიყო  კიევში პარტია ,,ახალ ძალთა მოძრაობის’’ მიერ ორგანიზებული აქციების მეშვეობით და   მიხეილ სააკაშვილს, ექსპრეზიდენტ  ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვაში შემავალი ბიზნესმენის სერგეი კურჩენკოსგან  ფულადი სახსრების მიღებაში დასდო ბრალი. მიხეილ სააკაშვილი ყველა ამ ამ ბრალდებას უარყოფს და გაცხადებს, რომ მტკიცებულებად წარმოდგენილი სატელეფონო საუბრები ფალსიფიცირებულია . გენერალური პროკურორის განცხადებას მან უწოდა "სიცრუე" , რომლის მიზანია მოახდინოს უკრაინაში მთელი საპროტესტო მოძრაობის დისკრეტიდაცია.
 
რატომ შეიცვალა სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდებები? 
უფრო მეტიც . იური ლუცენკომ სააკაშვილი  დაადანაშაულა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში  მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზების გზით.  თუმცა მიუხედავად გენპროკურორის განცხადებისა, მიხეილ სააკაშვილისთვის ოფიციალურად არ წარუდგენიათ ბრალდება ხელისუფლების დანაშაულებრივი გზით მიტაცებაში,   რომელსაც  ითვალისწინებს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 109 -ე მუხლი,
მას ადანაშაულებენ სრულიად განსხვავებული მუხლით –  უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის  256 მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც დანაშაულებრივი ორგანიზაციების მონაწილეების ხელშეწყობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას.
,,გენერალური პროკურორის ეს განცხადება და ჩანაწერების მხოლოდ  ნაწილობრივი გამოქვეყნება  მიუთითებს უკრაინის გენერალური პროკურატურის არაკომპეტენტურობაზე და საზოგადოებრივ აზრზე და სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაზე’’ იურისტი როსტისლავ კრავეცი. მისი აზრით,  არის საკმარისი მაგალითები იმისა, როდესაც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ სამართალდამცავი ორგანოების  თანამდებობის პირებისგან  საკუთარი პოზიციების  ასეთ გამოხატვა შეაფასა როგორც უხეში დარღვევა. 
 
არსებობდა თუ არა დანაშაულის განზრახვა? 
ექსპერტ-კრიმინალების და იურისტ ანნა მალიარის აზრით, გენპროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში უკიდურესად რთულია გამოავლინო შეთქმულება სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის მიზნით. კერძოდ, ხმა, რომელიც  მიხეილ სააკაშვილის  წარმომადგენელს, სევერიონ დანგაძეს  მიეწერება,  პირიქით  თანამოსაუბრეს არწმუნებს   რომ უმაღლეს რადაზე თავდასხმა დიდი საშიშროების შემცველია. 
"თუ ცალ-ცალკე დავალაგებთ თითოეულ ფრაზას, დავინახავთ, რომ ორი მხარე, რომელიც აწარმოებს საუბარს, ვერ შეთანხმდა  კონკრეტულ ნაბიჯებზე რაიმე დანაშაულის ჩასადენად, მათ არ აქვს დანაშაულებრივი ქმედების გეგმა. "-განმარტავს ანნა მალიარი.  ანუ მისი თქმით, თუნდაც ეს ორი ადამიანი მართლაც განიხილავდესუმაღლესი რადის შენობის ხელში ჩაგდების გეგმას, კანონი ამაში აპრიორი ვერ ხედავს დანაშაულის შემადგენლობას. სხვა საქმეა, მათ რომ ჰქონდეთ დეტალური გეგმა და საშუალებები, რამაც შეიძლება ისინი ხელისუფლების მიტაცებასთან მიიყვანონ, სწორედ ხელისუფლების ადა არა სენობის მიტაცებასტან – ხაზგასმით აღნიშნავს იურისტი. 
 
უკრაინა ახალი რევოლუციის ზღვარზეა? რა არის ,,დანაშაულებრივი ორგანიზაცია’’?
აქ იურისტებს ასევე უჩნდებათ ერთდროულად რამდენიმე კითხვა.
ჯერ ერთი, დანაშაულებრივი ორგანიზაცია-ეს არის მდგრადი,  5 ან მეტი ადამიანისგან შემდგარი გაერთიანება, მაგრამ გენპროკურატურა მხოლოდ 2 ადამიანს ასახელებს. ვინ და სად არიან დანარჩენები? 
მეორე-ოფიციალურად გენპროკურატურას ამ დრომდე არ უღიარებია ინუკოვიჩის რეჟიმი დანაშაულებრივად. მაშინ საიდან მოიტანეს ფორმულირება "დანაშაულებრივი ორგანიზაცია". მაშ  რომელ დანაშაულებრივ ორგანიზაციაზეა საუბარი?
 
საპროტესტო აქციების დაფინანსება 
გენპროკურატურა ამტკიცებს, რომ აქვს მტკიცებულებები აქციების დაფინანსებასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ეს არის ვიდეო, რომელიც იური ლუცენკომ ბრიფინგზე გაასაჯაროვა.  
ანნა მალიარის აზრით, " ქვეყნის კანონმდებლობა არ კრძალავს მშვიდობიანი შეკრების ფინანსურ დახმარებას", შესაბამისად ეს ვერ ჩაითვლება დანაშაულად .
გარდა ამისა, როსტისლავ კრავეცის აზრით, არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ფული მიიღო. "სასამართლოს გაუჭირდება დაუმტკიცოს მას დაფინანსების მიღება მესამე პირისგან "-ამბობს იურისტი. 
 
ორივე ექსპერტი არგამორიცხავს, რომ გენპროკურატურას შესაძლოა ჰქონდეს სხვა, უფრო წონადი მტკიცებუებები, მაგრამ  აქ ისმის კითხვა, თუ ეს მტკიცებულებები არსებობს, რატომ აქამდე არ გამოქვეყნდა? 
"საუბარი გამოძიების აბსოლუტურ გასაიდუმლოებაზე უკვე შეუძლებელია , რადგანაც საქმემ უკვე ფართო რეზონანსი მიიღო და,  თუ საზოგადოებამ დაკარგა ნდობა ამ საქმის გამოძიებისადმი,  იგი არ ენდობა სასამართლოს გადაწყვეტილებასაც ამ საქმეზე, ეს კი ძირს დასცემს სამართლადამცავი ორგანოებისა და სასამართლოს რეპუტაციას.
 ყოველივე ამას ემატება ისიც, რომ დასავლელი ექსპერტები უკვე მიანიშნებენ, რომ თუ საქმე, რომელიც აღძრულია სააკაშვილის წინააღმდეგ ყალბი  აღმოჩნდა, უკრაინის ხელისუფლება დაკარგავს ნდობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.
 
 
 
წინა სტატიაალილო წვიმისა და თოვლის გარეშე
შემდეგი სტატიარაულ ხაჯიმბამ კიდევ ერთხელ განმარტა გიორგი ლუკავას გათავისუფლების მოტივები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური