მთავარისიახლეებისაზოგადოებათემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

Published on

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
 
საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ზაზა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ ბოლო ანალიზების შედეგად უარყოფითი დინამიკა ვლინდება. მისივე თქმით, ექიმები წნევისა და სხვა სასიცოცხლო მონაცემების დაბალანსებას მედიკამენტების მეშვეობით ცდილობენ. 
 
„ექიმს ვესაუბრე ერთი ნახევარი საათის წინ, მდგომარეობა ისევ მძიმედ რჩება, კრიტიკულად, კარგობისკენ არაფერია, ამიტომ გვინდა მის მკურნალობაში სხვა ექიმებიც ჩაერთონ “ – აცხადებს დაჭრილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი. – ამ ექიმების იმედიც მაქვს, მაგრამ დამატებით მინდა და ამათაც უნდათ, რომ სხვა სპეციალისტი იქნებ გამოჩნდეს, რომ რაღაც უკეთესობისკენ იყო. ყველამ უნდა გადავარჩინოთ. მეც საქართველოს შვილი ვარ, ისიც საქართველოს შვილია.  ჩვენ, ამ კლინიკის ხელმძღვანელებთან ერთად მოვილაპარაკეთ, ისინი წინააღმდეგი არ არიან, თვითონ იძახიან, რომ ერთობლივად შეიძლება უფრო კარგად გავართვათ თავი და მოიწვიეთო. ამის გამო, ევროპაში, თურქეთში, რუსეთში მოვიძიეთ ექიმები და შევარჩიეთ ყველაზე ძლიერი რომელიც არის. ქართველია ექიმი და მგონი ორნი უნდა ჩამოვიდნენ, რუსი და ქართველი. ველოდები, მოსკოვიდან უნდა ჩამოვიდეს, ახალი წლები დაემთხვა და შეიძლება დღესაც ჩამოვიდეს, შეიძლება ახალი წლის მერე“.
 
 მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ექიმს გუშინ გადაუგზავნეს დაჭრილის მდგომარეობასთან დაკავშირებული  ჩანაწერები და დისკები.
 
 

სიახლეები

პუტინი აღიარებს, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტია

ვლადიმირ პუტინმა 28 ივნისს აღიარა, რომ რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები და სხვადასხვა ტიპის საწვავის...

სტრასბურგმა 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო – ISFED

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით, 2026 წლის 25 ივნისს ადამიანის...

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...