რატომ გადავეცით როლანდ ჟიბა, რომელიც, დე ფაქტო, საქართველოს მოქალაქეა, მათ მართლმსაჯულებას, ვისაც არ ვაღიარებთ?

0
519
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ უკანონოდ დაკავებული ქართველი გიორგი ლუკავა დრანდის ციხეში შვიდწლიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლა, ამ ფაქტით გამოწვეულ  სიხარულში ჩაიკარგა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი – გიორგი ლუკავას გათავისუფლებას წინ უძღოდა აფხაზური მხარისთვის დე – ფაქტო  გენპროკურატურის მიერ მძიმე დანაშაულში ბრალდებული და ძებნილი როლანდ ჟიბას გადაცემა , რომელიც   ქართველმა სამართალდამცველებმა მასი დააკავეს, როცა ჩვენს მიერ  კონტროლირებად ტერიტორიას აფარებდა თავს
 
ამ  მომენტზე, უფრო ზუსტად,  არა როლანდ ჟიბას პერსონაზე, არამედ  არაღიარებული რეჟიმის ძალოვნებისთვის მისი გადაცემის გადაწყვეტილების მიზანსეწონილობაზე ამახვილებს ყურადღებას   ჟურნალისტი ლაშა ბერულავა:  
,,იცით, ვინ არის როლანდ ჟიბა? ის არის სოხუმში ბესლან კვიცინიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელმაც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შეაფარა თავი და რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს, მერე კი აფხაზურ მხარეს გადასცეს. სწორედ ამიტომ გამოიჩინა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ „კეთილი ნება" და გადმოგვცა გიორგი ლუკავა, რაც, ცალსახად, კარგია, მაგრამ რამდენად კარგია ის, რომ ჟიბა, რომელიც, დე ფაქტო, საქართველოს მოქალაქეა, დავაკავეთ და გადავეცით? ანუ, ჩვენ კი არ გავასამართლეთ, მათ მართლმსაჯულებას გადავეცით, ვისაც არ ვაღიარებთ? რას ვაკეთებთ და საით მივდივართ საერთოდ? აღიარებისკენ?''
 
მსგავსი კითხვები ხელისუფლებას, სამწუხაროდ, დიდი ხანია არ აღელვებს და დუმილს ინახავს, ისევე, როგორც ამ დღეებში დუმილით შეხვდა ფრიად დამამცირებელ აქტს – შოტლანდიაში, ქალაქ  კილმარნოკში მდგარი ,,ქართველებთან ომში დღუპული აფხაზი სამშობლოს დამცველების'' მემორიალის უცვლელი სახით აღდგენას  რამდენიმე ხნის წინ მისმიერვე  აფიშირებული მიღწევის – ძეგლის დემონტაჟის შემდეგ.  
 
რაც შეეხება როლანდ ჟიბას:  
მიმავალი წლის  საახალწლო დღეები  აფხაზეთში სისხლიანი დაპირისპირების სერიით დაიწყო.  არაღიარებული რესპუბლიკის შსს ცნობით, პირველ  იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ გუადას ტყეში სოხუმის მკვიდრის, ბესლან კვიცინიას გვამი იქნა აღმოჩენილი. ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილად გამოძიებამ როლანდ ჟიბა დაასახელა.  
3-4 იანვრის ღამეს სოფელ გუადაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირებმა 3 სახლი გადაწვეს. აფხაზური მედიის ცნობით,  ეს სახლები ბესლან კვიცინიას მკვლელობაში ექვმიტანილის როლანდ ჟიბას ოჯახს და მის ნათესავებს ეკუთვნოდათ. .
6 იანვარს სოხუმის ერთ-ერთ სასაფლაოზე, ბესლან კვიცინიას საფლავზე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს რომან ჟიბა, რომელიც კვიცინიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის როლანდ ჟიბას ბიძაშვილია. გავრცელებული ინფორმაციით, რომან ჟიბას ბესლან კვიცინიას ახლობლები გაუსწორდნენ, მას ჯერ ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს, გაქცევის მცდელობისას კი ესროლეს.
 9 იანვარს სოხუმში  სამძებრო-ოპერატიული მოქმედებების შედეგად დააკავეს "მერსედესის" მარკის ავტომობილი , სადაც სამი პირი იმყოფებოდა. დაკავებულებმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს "სამართალდამცავებს". მანქანაში აღმოჩნდა  ცეცხლსასროლი იარაღები, გამოძიების ვარაუდით, ერთერთი ამ იარაღით იყო მოკლული  რომან ჟიბა.
 
აფხაზეთის შსს-მ გამოძიების პროცესში დადგინა, რომ  ბესლან კვიცინიას მკვლელმა როლანდ ჟიბამ მიმალვა "საქართველოს ტერიტორიაზე" მოახერხა, და ქართველ სამართალდამცავებს მისი დაკავება და მათთვის გადაცემა მოსთხოვა,  რასაც დიდხანს უარყოფდა  საქართველოს შსს
"ქართული მხარე არ აღიარებს ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლებას და მათ სტრუქტურებს. შესაბამისად, ჩვენ არ გაგვაჩნია ოფიციალური ურთიერთობა მათთან, ამიტომაც ოფიციალურ დონეზე ვერ მოგვმართავენ ამა თუ იმ პირის დაკავების თუ ძებნის საკითხზე. რაც შეეხება ამ ფაქტს, ამ ეტაპზე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ", – აცხადებდნენ მაშინ შსს  პრესსამსახურში. 
 
 ცოტა ხნის შემდეგ,  5 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო შსს – მ გაავრცელა ცნობა, რომ როლანდ ჟიბა დაკავებულ იქნა სასაზღვრო ზოლში, როცა იგი ,,საქართველოს ტერიტორიაზე '' გადასვლას ცდილობდა. აფხაზურ მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით კი როლანდ ჟიბა, დანაშაულის პირველივე დღიდან საქართველოს ტერიტორიას აფარებდა თავს, სწორედ იქ, და არა საზღვარზე გადასვლის მცდელობისას დააკავა იგი ქართულმა მხარემ  და აფხაზეთის შსს მოთხოვნის საფუძველზე გადასცა  აფხაზურ მხარეს.
 
სწორედ ამაშია საქმე და ლაშა ბერულავას სავსებით ლეგიტიმური, მაგრამ, სამწუხაროდ, რიტორიკული კითხვის არსი
 

წინა სტატიარა მდგომარეობაა ადვოკატთა ასოციაციის ოფისში წუხანდელი ხანძრის შემდეგ?
შემდეგი სტატიაახალი წელი ახლოვდება. გზებზე მგზავრთა ნაკადის მატების გამო პრობლემებია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური