მთავარისიახლეებისამართალითბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად ცნო, პოეტის მხარდამჭერთა აქციაზე...

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად ცნო, პოეტის მხარდამჭერთა აქციაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად ცნო. საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ შს სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაითვალისწინა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაადგინა. 
 
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზვიად რატიანმა, რომელიც სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, 7 დღის ვადაში ჯარიმის სახით 2000 ლარი უნდა გადაიხადოს. 
 
მოსამართლემ განმარტა, რომ გადაწყვეტილება საახალწლო დღესასწაულების გამო მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის რატიანის მიმართ ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიყენებდა.
 
დაცვის მხარეს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.
 
სასმართლო პროცესი პოეტ ზვიად რატიანის მხარდამჭერი აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, პოეტები, მწერლები, მოსამართლის მიერ ამ დრომდე აპროტესტებენ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას  და  რატიანის ცემაში მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვენ. მათი თქმით, პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ სამართალდამცველები ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს არ აგებენ.
 
„ბორკილებ დადებული, დაშანტაჟებული ადამიანი გამოიყვანეს დამნაშავედ, თან მაქსიმალური ჯარიმის მოდელი შეუფარდა. აქ არის მოსამართლის, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურობა და მე ვფიქრობ, ცინიზმიც. ისევ გადავიდა აქცენტი ნაწამებ კაცზე, ისეთი ტიპის შემთხვევაზე, რომელიც ქარწყლდება იმასთან შედარებით, როგორ იძალადეს სამართალდამცავებმა,“ – აცხადებს ლაშა ბუღაძე.
 
მოსამართლე ქეთევან მინაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არაადეკვატურს უწოდებს პოეტი რატი ამაღლობელი.  
 
„მოსამართლე სამართლებრივი არგუმენტებით უნდა გამოვიდეს და არა საახალწლო ემოციურით. ადამიანის წინააღმდეგ მოქმედება, რაც ჩვენ გვახსოვს საბჭოთა სისტემიდან მოყოლებული და ეს პრაქტიკა გრძელდება. ზვიადი არის დაზარალებული ყველა მხრივ,“ – აცხადებს რატი ამაღლობელი.  

 
ზვიად რატიანი რამდენიმე დღის წინ საპოლიციო კონტოლის დროს დააკავეს. მას ბრალად ხულიგნობა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა ედება.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...