აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთი ქართველი, მანუჩარ წვიშბაია გაათავისუფლა. ამ ფაქტს ოფიციალურად ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში .
მანუჩარ წვიშბაია მიმდინარე წელს იქნა დაკავებული რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ აფხაზეთის ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. სასაზღვრო სამმართველოს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო საბუთები არ გააჩნდა და მიზანმიმართულად დაარღვია საზღვარი საქართველოდან აფხაზეთში გამშვები პუნქტების გვერდის ავლით.
ქართული მხარე პერმანენტულად აყენებდა მისი გათავისუფლების მოთხოვნას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრაზე და სედეგიც მიღწეულია – მანუჩარ წვიშბაია ახალ წელს თავის სახლში შეხვდება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დრანდის ციხიდან, თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა გიორგი ლუკავაც, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰონდა მისჯილი.