მთავარისიახლეებისამხედრო თემალევან იზორია: სამხედრო რეზერვში სამსახური შესაძლოა ანაზღაურებადი გახდეს

ლევან იზორია: სამხედრო რეზერვში სამსახური შესაძლოა ანაზღაურებადი გახდეს

Published on

სამხედრო რეზერვში სამსახური შესაძლოა ანაზღაურებადი გახდეს, – აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.
 
მისი თქმით, შემუშავებულია კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს როგორც აქტიური, ისე სამობილიზაციო რეზერვის სისტემის განვითარებას. მსგავსი მიდგომა მეტ მოტივაციას გააჩენს მოქალაქეებში, რაც საბოლოო ჯამში თავდაცვისუნარიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს. 
 
„შევიმუშავეთ განხორციელებაზე ორიენტირებული კონცეფცია და, შესაბამისად, კანონპროექტიც, რომელიც მომავალში მთავრობაზე იქნება გამოტანილი და განხილვის შემდეგ პარლამენტში შევა. აღნიშნული კონცეფციის თანახმად, გათვალისწინებულია როგორც აქტიური რეზერვის სისტემა, ანუ ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი, როგორც თავდაცვითი, ასევე სამობილიზაციო სისტემა.
 
რეზერვი არის თავდაცვის რეზერვად სახელწოდებული, რომელიც სამ კომპონენტს მოიცავს. ერთი არის აქტიური რეზერვის კომპონენტი, მეორე ტერიტორიული რეზერვის კომპონენტი და სპეციალისტთა რეზერვის კომპონენტი. ჩვენ ვიწყებთ საპილოტე პროექტით, განსაკუთრებით აქტიური რეზერვის კომპონენტის განხორციელებით, რომელიც განსხვავდება კანონით მოქმედი სისტემისგან. იქნება ნებაყოფლობითი. რაც ძალიან მნიშვნელვანია, გაფორმდება კონტრაქტი, ოღონდ ვინც კონტრაქტით თავის დროზე მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში ან იყო წვევამდელი, ექნებათ განგრძობადობის საშუალება თავიანთი საქმიანობის, მიუხედავად იმისა, რომ ამოწურეს კონტრაქტი. ჩვენ, დამატებით, ვისაც უნარი შესწევს დაიცვას თავისი ქვეყანა, ვაძლევთ შანსს, გაუფორმდეს ხუთწლიანი კონტრაქტი. ასევე მნიშვნელოანი კომპონენტია, რომ ყოველთვიურად ანაზღაურდება მათი რეზერვში ყოფნა, თუმცა სარგოდან რომელიც ბოლოს ჰქონდათ, მისი 20%, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც წელიწადში 45 დღე ვალდებული იქნება პირი გამოცხადდეს და შემოწმდეს, ის მიიღებს 100% სარგოს. ეს ერთგვარი დამატებითი მოტივაციაა, რათა ჰქონდეს დამატებითი შემოსავალი სხვა საქმიანობასთან ერთად“, – განაცხადა ლევან იზორიამ. 

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...